ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2015


"მშრალი ხიდი"

წყალსაცდენილი, დაღვრემილი დგას მშრალი ხიდი,
გამოურიყავს დროს აქ ხალხი და ძველმანები.
ჩვენ, აქ, ჩვენს წარსულს, ისტორიას, ორ გროშად ვყიდით
და გვგონია, რომ ამით აწმყოს დავემალებით.

აწმყოს, რომელიც არ დატოვებს ჩვენგან არაფერს,
აწმყოს, რომელსაც მაშინაც არ შევებრალებით,
ძველმანებივით, ჩვენს თავსაც რომ ხიდზე გავაფენთ
და შეფასებას დაგვიწყებენ მუშტრის თვალებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები