ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2015


ნოემბერი

ჩემი ნოემბერი,ცივი ნოემბერი,სევდის ნოემბერი-თენდება,
გრძნობებს უთქმელობით ვეღარ მოვერიე,ფიქრი ბავშვობაში გამექცა,
მამა მენატრება,ღმერთი მენატრება,მთები მენატრება,ვჩერდები,
არ მსურ გავაგრძელო,თავსაც ვერ ვიკავებ,ვგავარ უკანასკნელ გარეწარს
ნეტავ მხოლოდ ვგავდე,ნეტავ სულ არ მერქვას...ნეტავ არაფერი არ მერქვას,
ნეტავ ნოემბერი სულ არ თენდებოდეს,სულ არ თენდებოდეს საერთოდ,
ღამე ტკივილის და ღამე პოეზიის,ფილტვებს სიგარეტით დახეთქავს,
მსურდა ეს ტკივილიც და ეს პოეზიაც სხვისთვის უყოყმანოდ დამეთმო,
მაგრამ ნოემბერმა,ჩემმა ნოემბერმა,მამის ფერგასულმა სურათმა,
ლოცვა მომანდომა,ხვედრთან შემარიგა,ლექსი შემაყვარა თავიდან,
ახლა ბნელ ოთახში მთებზე მეოცნებე, ღამეს წარმოდგენას ვუმართავ,
სევდის ნოემბერი ისევ მეორდება,ისევ აირია ამინდი.
უკვე ირიჟრაჟა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები