ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2015


მ ა რ ი ა მ ი (ნამდვილი ამბავი) მ ი ზ ნ ე ბ ი და ბ ე დ ი ს წ ე რ ა

                                                                                                      მ ა რ ი ა მ ი 
                                                                                                (ნამდვილავი  ამბავი)


                                                                                    მ ი ზ ნ ე ბ ი  და  ბ ე დ ი ს წ ე რ ა
                                                                                               
                                                                                   

    დაემშვიდობა  სკოლის  მერხს.  წარმატებები  უსურვა  ამხანაგებს.  გამოიხურა  სკოლის  კარი.  ღრმად  ამოისუნთქა.  გადახედა  ნიშნების  ფურცელს  და  გული  სიამაყით  აევსო.
    თითქმის  მირბოდა  სახლისკენ,  უნდოდა  გამზრდელი  ბებო  გაეხარებინა.
    აივანზე  გასულს  ენატრებოდა,  მისი  და  მისი  ტყუპისცალი  დის  დაბადებიდან  6  თვის  შემდეგ,  უცხოეთში  გახიზნული  და  მათი  სარჩენი  ფულის    საშოვნელად  დღემდე  შემორჩენილი  დედა. რომელიც  დღეს  მასთან  რომ  ყოფილიყო ,  წარმოიდგინა,  როგორ  გულმხურვალედ  ჩაეხუტებოდა  და  როგორ  იამაყებდა  მისით. 
  ბებო  აცრემლებული  ამავე  ფიქრებით,  კიდევ  ერთხელ  გამოვიდა  მასთან  და  ჩაეხუტა,  წარმატებები  უსურვა  და  სიყვარულისა  და  სიბრალულით  სავსე  თვალებს  ვეღარ  უსწორებდა.  ხალისითა  და სიცოცხლით  სავსე მარიამი  ბებოს  დიდხანს  ეფერებოდა  და  ბოლოს  დაპირდა,  რომ  მის იმედებს  გაამართლედა  და  კიდევ  ერთხელ  გაახარებდა,
  - თან  უმეორებდა  კიდევ  ერთხელ  აუცილებლად  ბებო,  კიდევ  ერთხელ  აუცილებლად  გაგახარებ  გპირდებიიიიიი...
    ბებო  შევიდა  სახლში  მისით  დაიმედებული და  მისი  საყვარელი  ნამცხვრის  მომზადებას  შეუდგა.
            დიდხანს  იდგა მარიამი  აივანზე  დაფიქრებული.  მისი  გონება  რას  არ  შეეხო,  რა  არ  გადაჩხრიკა,  რა რთულ  კითხვებს  არ  უპასუხა  გონებაში, მაგრამ  ერთი  დარჩა  პასუხგაუცემელი,  ამოუხსნელი  ამოცანა-როცა  ტყუპები  დაიბადნენ-მარი  და  ანა,  მამამ  რატომ  მიატოვა  ისინი!?  მაშინ  როცა  უამრავი  ადამიანი  შვილს  ნატრობს  და  უფალს  ამისთვის  მრავალი  წლები  ევედრება.
      ცრემლი  მოადგა  მწარე  მარიამს  და  მკაცრად  გადაწყვიტა,  გახდება  მხოლოდ  ექიმი.  მიაღწევს  ისეთ  წარმატებას  ამ  სფეროში,  რომ  მის  ექიმ-მამას  შერცხვეს  და  მწარედ  ინანოს  ასეთი  შვილის  მიტოვება.
  ეს  ჩემი  უკანასკნელი  მიზანია  და  მას  არასოდეს  ვუღალატებ,  დადო  პირობა  უფლის  წინაშე.
    კიდევ ჩაისუნთქა  ღრმად  სუფთა  ჰაერი  და  შევიდა  ოთახში.  მშვიდად გადახედა  სახელმძღვანელოებს,  ორივე  ხელი  ჩამოადო  მაგიდის  კიდეებს  და  მოზღვავებული  ენერგიით  ავსილი  შეეჭიდა  სასურველ  მეცნიერებებს. 
    მეცადინეობაში  დაღლა  არ იცოდა,  ბებო  როცა  სადილს  მიართმევდა  და  ურჩევდა  მცირე  შესვენება  არ  გაწყენდაო,  მუდამ  ერთიდაიგივეს  პასუხობდა;
      -მე  მაშინ  ვისვენებ  ბებო, როცა  შენს  თბილ  და  კმაყოფილ,  ღიმნარევ ნაოჭებშეფენილ  შავთვალებს  ვხილულობ. 
      - რა  კარგია  ბებო  რომ  მყავხარ,  რა  მეშველებოდა  შენს  გარეშე.
  ივლისის  ცხელმა  დღეებმა  დიდი  სიხარული  მოუტანა  მარიამის  ბებოს,  ჩაირიცხა  მარიამი  50%-იანი  დაფინანსებით  სამედიცინო  უნივერსიტეტის  ერთ-ერთ  კარგ  ფაკულტეტზე. თავად  მარიამი კი  ფიქრობდა,  რომ  მას  მეტი  უნდა  გაეკეთებინა, რომ  ქულათა  რაოდენოა  100%-მდე  აეწია. 
  შეუდგა  სწავლას  მარიამი,  გამოიჩინა  თავი.  გახდა  წარჩინებული  სტუდენტი.  ყველასათვის საყვარელი  და  სასურველი  მეგობარი.
  .თბილ  და  მომღიმარ  მარიამს  საოცარი  ხალისი  მიჰქონდა  როგორც  კი,  მეგობართა  ჯგუფს  მიუახლოვდებოდა. 
  შეაყვარა  თავი  ყველას,  საინტერესო  და  გონივრული  უჩვეულო  და  განსაკუთრებული  ლოგიკური  აზროვნებითაც  აცისკროვნებდა  მის  პიროვნებას. 
      ხშირად  იდგა  საკუთარ  აივანზე  მარტო.
    იქ  უყვარდა  ოცნება  და  ხვალინდელი  დღის  დაგეგმვა. იქიდან  მისთვიდ  დიდი  და  ღირსეული  სამყაროს  კარიბჭე  მძიმედ  იხსნებოდა,  მისი  მომავალი  ცხოვრება  უერთდებოდა  ცნობილ  საზოგადოებას  და  მიიწევდა  მწვერვალისაკენ,  სადაც  მისი  წარმატებული,  მაგრამ  უღირსი  მამა  თავს  ბედნიერად  გრძნობდა.  მარიამი  მიზნად  ისახავდა  მის  გვერდითა  სავარძელში  მოკალათებას  თავისი  ნიჭისა და  მიზანდასახულობის  წყალობით.
  და  აკი  შედგა  კიდეც  პირველ  საფეხურზე  მყარი  ნაბიჯი  ღირსეულად.
    არ  უყვარდა  პირმოტეხილი  მთვარის  ცქერა,  აწუხებდა  მისი  მიქცევა  სხვა მხარისაკენ.  განახევრებუი არაფერი  იზიდავდა,  წუხდა  მამის  გვერდში  დგომა  რომ  არ  აძლიერებდა  და  მუდმივ  უწიწკნიდა  გულს,  სულ  რაღაც  აკლდა  უხილავად,  სულის  ბნელი  კუნჭულის  სიცარიელეს  ვერ  ეგუებოდა.  შური  არასოდეს  გასჩენია  სხვა  მეგობრების  მიმართ. მამები,  რომ  აკითხავდნენ.  მათი  შემყურე  მათი სიხარულით  ხარობდა. 
  ამბობდა  რომ  ღირსეულ  მეორენახევარს  ამოირჩევდა,  რომელსაც  ბავშვები  სიგიჟემდე  ეყვარებოდა,  თავისი  კი  შეუდარებლად,  რომელიც  ვერ  გაიმეტებდა  მისატოვებლად  და  დასავიწყებლად  მათ.
    .უყვარდა  სავსე  მთვარე, თავისი  აივნიდან  საცქერად,  ცხელ  გულზე  სიგრილეს  რომ  შემოჰფენდა,  თითქოს  მთელი  სამყარო  ეტეოდა  მარის ფიქრებში,  მასში.  პირსავსე  იყო,  პირნათელი,  უმნიშვნბელო  ლაქებით.
    მისი  ცქერისას  თითქოს  მასთან  ადიოდა  მარი,  მისი  ნაწილი  ხდებოდა  ფიქრისას. მთვარე,  თითქოს  დღესასწაულს  უწყობდა,  ვარსკვლავების  სამოსით  მოსავდა,  ხელში  იყვანდა,  ყველაზე  მოკაშკაშე  ვარსკვლავის  გვირგვინით  ამკობდა  და  დედოფალივით  გვერდზე  დააიბრძანებდა,  მერე  კი,  ბახის  გულსავსე  სევდიან  შემოქმედებას  თავიდან  ბოლომდე  ასმენინებდა,  ტკბილად  ჩააძინებდა  და  თავისთან  სამუდამოდ  დაიტოვებდა.
  ასე  ბებომ  ბევრჯერ  ნახა  აივანზე  ტკბილად  ჩაძინებული  ამ  ზაფხულს, ფრთხილად  გააღვიძა  და  საწოლამდე  მიაცილა,  მერე  ტკბილი  ძილი  უსურვა  და  თვალაცრემლებული  თავის ოთახში  შებრუნდა
      მარი  არავის  ჰგავდა  ამ  ქვეყნადშობილთ,  ის  რაღაც  სხვანაირი  იყო,  თითქოს  არაამქვეყნიური,  უცნაური.  რეალურიდან  მეოცნებე,  შესაძლებლობის  საზღვებს  არასოდეს  სცდებოდა. ღიმილი  ჰქონდა  საოცარი  მომხიბლველი,  თითქოს  მისი  კბილებიც  კი  იღიმოდნენ.  სულ  ეჩქარებოდა,  საუბარშიც  კი,  თითქოს  იმდენი  ჰქონდა  მოსასწრები,  რომ  მთელი  ცხოვრება არ  ეყოფოდა  მისთვის.  ბებოს  ეს  ახარებდა  კიდეც  და  აშინრებდა კიდეც,  დღენიადაგ  მარიზე  ზრუნავდა  და  ფიქრობდა,  რატომღაც  მას  სულ უფალს  ავედრებდა,  მის  კეთილდღეობას  და დღეგრძელობას  სთხოვდა  მუდამ  უფალს., 
  მარი  ახალნაცნობებს  აოცებდა, თავისი  გონიერებით,  ნიჭიერებით,  მომხიბლველობით.  მასზე  ბევრი  იყო  შეყვარებულიც,  თქმას  კი  ვერავინ  უბედავდა.  მოკრძალებული  ყურადღებით  თუ  მიხვდებოდა  ცოტას,  რასაც  მუდამ  უყურადღებოდ  სტოვებდა,  რადგან,  უფრო  პირველადი  საზრუნავები    ჰქონდა  კარს  მომდგარი.  რიგითობას  არასოდეს  არღვევდა,  მტკიცედ  იცავდა  თავისსავე  დადგენილ  წესებს.
      2010    წელი  იყო.  წარმატებით  დახურა  პირველი  კურსი  მარიამმა.  თავს  ბედნიერად  გრძნობდა,  თითქოს  მის  თავს  რაღაც  განსაკუთრებული  ხდებოდა,  სული  უშფოთავდა,  გული საგულეში  აღარ  ეტეოდა.
    ერთდღეს  მეგობრებმა  მოაკითხეს  სახლში.  ბევრი  იმხიარულეს.  მერე  ქალაქგარეთ  გამგზავრება  დაგეგმეს  რამოდენიმე  დღით,  თან  უთხრა  მათ,  რომ  ამ  საკითხს  ბებოსთან  შეთანხმებით  გადაწყვეტდა.
    ბებო  იყო  მისი  უპირველესი  სანდო  მეგობარი  და  მრჩეველი.  მის  ფასდაუდებელ  ამაგს  განსაკუთრებულად  აფასებდა  და  სცემდა  პატივს.  სჯეროდა  მისი  მუდამ,  რადგან  ბებო მუდამ  სიმართლეს  ეუბნებოდა,    რასაც  პირდებოდა  უსრულებდა,  მისი  ახსნილი  კარგად  გასაგები  და  დიდად  სარწმუნო  იყო  მარისთვის, 
    ბებო  არასდროს  ცდებოდა.  ყველა  ტკივილს  ბებო  უამებდა  დღემდე.
      მოსაღამოვდა.  ბებო  სახლში  დაბრუნდა.  კარები  ანამ  გაუღო,  მარიამი  მოიკითხა  მაშინვე.  ოთახშიაო,  უპასუხა  ანამ.  ბებო მივიდა,  შეიხედა  ოთახში  ფრთხილად,  ჩასძინებოდა  მარიამს.  ნელა  გამოხურა  კარები.
    გაიღვიძა  მარიამმა. ბებოს  ხმა  შემოესმა,  მალე  ბებოც  შემოვიდა, მოეფერა,ჩამოჯდა  მასთან.  მარი  წამოდგა,  წამოაყენა  ბებოც  მოხვია  მკლავები,  მაგრად  ჩაიკრა  გულში,  მერე  მკერდზე  დაადო  თავი,  თვალები  მილულა  და  ბებოს უთხრა:
  - ბებო ნეტავ  ერთხელ  კიდევ  დამაძინა  შენთან  ასე და  მერე  თუნდა  მომკლა.
    ბებო შეცბა,  გული  დაუმძიმდა,  ცრემლ ი  გადმოუგორდა  თვალთაგან.  უთხრა;
  - შვილო  ეგ აღარ  თქვა,  ჯვარი  გწერია,  შენ  დიდხანს  უნდა  იცოცხლო  და  ბედნიერი  უნდა  იყო.  შენ  უნდა  დამიტირო. ავადმყოფს  შენ უნდა  მიმკურნალო,  თეთრი  ხალათი  ძალიან  მოგიხდება.  მოუთმენლად  ველი  ამ დღეს.
  მარიმ  თავი  დახარა,  რაღაც  უცნაური  გრძნობა  დაეუფლა,  აფორიაქდა.  უცნაურად  გადახედა  ბებოს,  თუმცა  არაფერი  უთქვამს.
      სიჩუმემ დრო  გაიტაცა.
    მყუდროება  მარიმ  დაარღვია.
  -ბებო  დღეს,  შენს  სახლში  არყოფნისას  მეგობრები  მესტუმრნენ.  მათ  სურთ, რომ ქალაქგართ  წავიდეთ,  ერთ  ჯგუფელ  მეგობართან,  რამდენიმე დღით.  ბებო  გაჩუმდა.  არაფერი  უთქვამს,  არასოდეს  მოუშორებია  გვერდიდან  ერთი დღითაც  კი  აქამდე  მარიამი და ანა.  გაუჭირდა  რაიმეს  თქმა.  თავი  დახარა, ნაღველი  შემოაწვა.  თუმცა  მისი  იმედი  ყოველთვის  ჰქონდა,  რაღაც  შინაგანი  არ  ეთანხმებოდა  მარიამის  გაშვებაზე.  მარიამი  კი მოთმინებით  ელოდა  ბებოს  გადაწყვეტილებას.
    ამ  დროს  ანაც  შემოვიდა  მათთან.
მარიმ  უცებ  გაიღიმა,  ბებოს  შეხედა  და  სთხოვა, ბებო  ოღონდ  ეხლა  გამიშვი  და  აღარასოდეს  გთხოვ  არაფერს, ერთხელ  და  უკანასკნელად.
ბებო  ისევ  გაჩუმდა.  ამ  დროს  ანამ  ბებოს  უთხრა;
      -ბებო  წავიდეს  მარი  მეგობრებთან  ხომ  იცი  ის  როგორია,  მისი იმედი  ხომ გაქვს,  ნუ  ეტყვი  უარს.
  ბებო  ვერაფერს  ამბობდა,  გაფიქრებით  კი გაიფიქრა,  ნეტავ  ანას  არ  დაეჭირა  მხარი,  სანერვიულოც  აღარ  მექნებოდა,  მარი  უარს  შეეგუებოდაო.
და  ბებოს  მიუხედავად  ამ  ფიქრისა  უნებურად,  მაინც  უარი  წამოსცდა.
  ორივემ  კიდევ  ერთხელ  სთხოვეს  და  ბებოც  დაეთანხმა.
მარი  აცეკვდა, თითქოს  გამოცოცხლდა.  სასწრაფოდ  ჩაალაგა  საჭირო  ნივთები  ჩანთაში  და  მეგობრებს  აცნობა,  რომ ის  უკვე  მზად  იყო  და  ახლა  მათ  ელოდებოდა.
  მარი  მიწვა  საწოლზე  და  ბახის  მოსმენა  დაიწყო.  მისი  სული  სევდის  მარწუხებში  იყო  ამწუთას, 
    მიუხედავად  ბებოს  გადაწყვეტილებისა.  სიცივე  იგრძნო  სულში,  რატომღაც, დედის  ნახვაც  მოუნდა.  არ  უყვარდა  ვერ  აუხდენელი  ოცნებები  და  მიატოვა  ისინი. მთლად  მინებდა  ბახის  სულში ჩამწვდომ ჰანგებს.
      ჩაეძინა  მარიამს.
  შუაღამეს  მათ  აივანთან  მდგარ  ნაძვზე  მიკიოტმა  დაიძახა  ორგზის,  გამოეღვიძა  ბებოს,  შეცბა,  არ  ესიამოვნა.  საშინელ  გუნებაზე  დადგა.  პირჯვრი  გამოისახა, უფალს  მფარველობა  შესთხოვა.  ვეღარ  დაიძინა.
      დიდით  მარიამს, მეგობრები  შეეხმიანენ და შეხვედრის  ადგილი  და  დრო დათქვეს.
      უცნაურ  განწყობაზე  იყო  მარიამი,  სახლში  ყველას  გამოემშვიდობა,  ბებოს  კი  ვეღარ  შორდებოდა,  გაუჭირდა  მისთვის  ხელის  გაშვება  დ ა  თვალის  მოშორება. ბებო  ანერვიულდა  და  კინაღამ  უარი  უთხრა  წასვლაზე, მერე  მისი  მეგობრების მოერიდა  და  გაჩუმება  არჩია,  არც მარიამისთვის  უნდოდა გულის  ტკენა, მისი  მოზღვავებული  ხალისის  შემყურეს.
    გავიდა  სახლიდან  და  თვალები  სახლისკენ  და  ბებოსკენ  რჩებოდა  ისევ.
    შეხვედრის  ადგილზე  დახვდნენ  მეგობრები, მხოლოდ  მასღა  ელოდნენ.  ჩასხდნენ  ტრანსპრტში  და  ისე  ჩავიდნენ  დანიშნულების  ადგილას,  რომ  ვერც  კი,  გაიგეს,  გზა  უცებ  გაილია, 
    მასპინძლები  ძალიან  თბილად  და  სიყვარულით  შეხვდნენ.  მარიამით  აღფრთოვანებულები  დარჩნენ.  იმხიარულეს  და  დაწვნენ დასაძინებლად.
  სარკმლიდან  მოჩანდა დაღვრემილი  მთვარე,  რომელსაც  წამი-წამ  კუპრივით  შავი  ღრუბლები  ეფარებოდნენ,  ვარსკვლავები  არსად ჩანდნენ.  მარის  გული  დაუმძიმა  ამ  სურათმა,  გადაბრუნდა  მეორე  მხარეს  და მალე  ჩაეძინა.
  გათენდა. 
  აღმოსავლეთით  ცის  ნაპირი  ყვითლად  შეიფერა.  მალე  ოქროსფერი  სხივები გადმოღვარა  მზემ ირგვლივ.
  უცნაურად  ათამაშდა  მზე. ხან  ღრუბლებს  ამოეფარებოდა,  ხან  მწველ  სხივებს  მკაცრად  სტყორცნიდა  ყოველი  მიმართულებით.  თითქოს  ავობდა,  უსიამოს  მომასწავებელი  სიცხე  დაატრიალა  ირგვლივ  წამში,  თითქოს ცდილობდა  რომ  ადამიანებს  გარეთ  თავი  ვერ გამოეყოთ  და  სახლიდან  არ  გამოსულიყვნენ.
    გაიღვიძეს  გიორგიმ  და  ლაშამ.
    ლაშა  თავს  ბედნიერად  გრძნობდა,  რადგან  მარისთან  სიახლოვის  საშუალება  მიეცა.  მას  მუდამ  მოწიწებითა  და  განსაკუთრებული  ყურადღებით  ეპყრობოდა,  სიყვარულში  გამოტყდომა  კი  ჯერ  ვერ  გაებედა.
  მარი  თავისმხრივ  კარგ,  წესიერ,  სანდო  მეგობრად  თვლიდა  ლაშას.  რადგან  ბევრჯერ  ყავდა  გამოცდილი.
  თავაზიანსა  და  კარგად  აღზრდილ  ლაშას  არსად  არაფერი  ეშლებოდა  არასოდეს.
  ლაშა  წამოდგა  საწოლიდან,  პირჯვარი  გადაიწერა  და  უფალს  მომავალი  შეავედრა.  საწოლი  სწრაფად  მოაწესრიგა  და  გარეთ  გავიდა.  უნდოდა  მარი  მალე  ენახა.
  გარეთ  გამოსულს  უსიამოდ  შეეგება  მზის  მოკაშკაშე-მოელვარე  სხივები.  მოსჭრეს  მაშინვე  თვალი.  შეჩერდა  ლაშა,  მზესთან  ასეთი შეხვედრა  ვერ  გაიხსენა.  ელდა  ეცა,  ვერ  მიმხვდარიყო  ავისმომასწავებელი  იყო  ეს თუ  რაიმე  სიკეთის. 
    გადახედა  მთელ თავის წარსულ  ცხოვრებას.  საყვარელ და  მზრუნველ ადამიანებს,  მეგობართა  წრეს.  უცებ  მათი  მონატრება  იგრძო  რატომღაც.  ეუცნაურა,  მოიწყინა. უნდოდა  ფიქრს  მოშვებოდა.
  უცებ  მარიამის  მომხიბლველი  და მხიარული  ხმა  შემოესმა,  გულმა მისკენ  გაუწია.  კიბე  სწრაფად  ჩაირბინა.  იქ  მოეყარა  თავი ყველას.  საუზმე  მზად  იყო.
  ლაშამ  შეხედა  მარიამს,  ძლიერი  მონატრება  იგრძნო  მისი.  უნდოდა ჩახუტებოდა  და  სწორედ  ახლა  ეთქვა  რომ  ძალიან,  ძალიან  უყვარდა.  გადახედა  იქ  მყოფთ,  ყველა  მას  უყურებდა,  მოერიდა.  სურვილი  შემდეგისათვის  გადადო,  მიუახლოვდა  და  თავაზიანად  მიესალმა  მათ. 
  დროდადრო  ჩუმად  გადახედავდა  მარიამს,  უცნაური,  ამოუცნობი  სევდა  ჩამდგარიყო  მარიამის  თვალებში,  ვერ  დაინახა  სიყვარულის  ნაპერწკლები.,  მარიამს  ფერი დაკარგვოდა  სახეზე,  გაფითრებული  იჯდა  სკამზე.  ლაშა  წამოდგა  შემკრთალი.  მარი  როგორია  დრევანდელი  ჩვენი  გეგმები,  რითი  ვიწყებთ  ამ ბედნიერ  დღეს?.
  უცებ  გონს  მოეგო  მარი,  გადახედა  ყველას,  ამოიოხრა  უნებურად  და  უთხრა;
  -დღეს  მდინარე  ლიახვს  ვესტუმრებით  და  მისი  ტალღებით  გავერთობით  და  დავტკბებით  მათთან  თამაშით.
  ისაუზმეს.  მოემზადნენ  და  გაეშურნენ  ლიახვისაკენ.
  მიდიოდნენ  და  მხიარულები  რას  აღარ  იხსენებდნენ.  სულ  იქიდან  დაიწყეს  მოგონებები  თავი  რომ  შეიცნეს  და  მეხსიერება  რომ  ჩამოუყალიბდათ.  ბევრი  იცინეს.
  მერე  მარიმ  თქვა;
  - მოდით  ახლა  მინუსებიც  გავიხსენოთ. 
  ყველა ჩაფიქრდა,  დუმილი  ჩამოწვა.
    დიდხანს  იფიქრეს, ვერცერთმა  მათგანმა  ცუდი  ვერაფერი  ვერ  გაიხსენა  განვლილი  ცხოვრებიდან.
    ყველამ  ერთმანეთს  შეხედა  და  ხმამაღლა  გაეცინათ,  ეს  რა  კარგები  ვყოფილვართ  თურმე  დღემდე,  თქვა  გიორგიმ,  ეს  რაკარგად გვიცხოვრია,  რა  ადამიანურად,  დიდებად  დავბადებულვართ,  რადგან ბავშვური  შეცდომები  ვერ  ვიპოვეთ  ჩვენს  წარსულში.
- მიხარია  ე. ი.  ჩვენ  ერთმანეთს  ვგავართ  და  ბევრი  საერთოც  გვექნება.  გაუმარჯოს  ჩვენს  მეგობრობას.  ეს  ჩვენთვის  განსაკუთრებული  დღე  იქნება,  ვფიქრობ  დაასკვნა  გიორგიმ.
    გაუყვნენ  ლიახვისკენ  მიმავალ  გზას.  მოჩანდა  მისი  გაშლილი  კალაპოტი  შორიდან.  გზად  ჩიტები  მათ  დანახვაზე  ჭიკჭიკს  წყვეტდნენ  და  დამნაშავესავი  ჩაჰკიდებდნენ  თავს. 
    ერთი  დიდი  პეპელაც  გამოეკიდა  მარიამს,  ძალიან  დიდი  იყო,  ხან  გზას  გადაუჭრიდა  და  უკან მიბრუნდებოდა,  თითქოს  ცდილობდა  მარიამის  უკან მიბრუნებას  და  აღარ  ასვენებდა. 
  ბიჭებმა აკი  ისიც თქვეს;  -ნამდვილად  მასაც  მარიამი  შეუყვარდაო.
  მალე  მიადგნენ  ლიახვის  ნაპირს.
    დიდხანს  უცქერდნენ თითქოს  ამოწმებდნენ  სანდოობას.
    ლიახვმაც  შეათვალიერა  ისინი  თავისებურად,  ვერაგული  ღიმილი  შეაგება  მათ.  მარიამზე  შეაჩერა  თვალი.  მოასკდა  ნაპირს  ბოღმიანად,  უნდოდ  რადენჯერმე,  ნაპირიდან  ქვიშაც  მოიტაცა  და  გაიყოლია.  ქშინავდა  და  შფოთავდა,  გულს  იხვევდა  ბოროტად  რამდენიმე  ადგილას.
  ჩაიმუხლა  მარიამმა,  შეეხო  მის  ტალღას,  ცივი  იყო  რაღაცნაირად,  არ  ესიამოვნა  მასთან  შეხება  ერთ  წამს,  მერე  კი  გადაუარა.  მზემაც  კიდევ  ერთხელ ააკიაფა  წამქეზებლურად  სხივები,  იწვოდა  მისგან  არე-მარე.
      ადგა  მარიამი,  მოუნდა  ძალიან  მის  ტალღებში  ნებივრობა  და  ცურვა.  სწრაფად  გაიძრო  ტანსაცმელი,  საცურაო  კოსტიუმების  ამარა  დარჩა.  ცოტა  მოერიდა  კიდეც,  თუმცა  არავისთვის  არ შეუხედავს.  შედგა  ბეტონის  მაღალ ფილაზე.  ხელები  ცისკენ  ამართა,  ღრმად ჩაისუნთქა,  ზეცას  ახედა.  უცებ    დაიძრა  ბეტონის  ფილა, და თვალის  დახამხამებაში  ჩაიკარგა  ლიახვში,  გაქრა  მარის  სილუეტიც  მასთან  ერთად  მზის  სინათლიდამ.
      მეგობრებმა  გონს  მოსვლა  ვერ  მოასწრეს,  თვალს  ვერ უჯერებდნენ.  გონს  მოეგო  თუ  არა    ლაშა  გადაეშვა  ლიახვში  მარის  საშველად,  მას  მიყვა  გიორგიც.
    გაოგნებული  ხალხი  შეჰყურებდა  ამ  შემზარავ  სურათს.  სასოწარკვეთილი  ხმები  არღვევდა  ხანდახან  სამარისებურ  სიჩუმეს.
  მათგან  არცერთი  აღარ  უნახავს  არავის  იქ  მყოფთაგანს  ლიახვის  ტალღებს  ზემოდან.
    მერე  იპოვეს  ლაშა  და  გიორგი.  მარიამს  ვერ პოულობდნენ  დიდხანს.  მეორე  თუ  მესამე  დღემდე.
  წაიღო  ლიახვმა  მათი  იმედები,  წაართვა  სიცოცხლეც. მასაც  შეჰყვარებოდა  მარიამი.  ვერ  აპატია  ლაშას  მისი  შეყვარება,  გიორგის  კი  ერთგული  მეგობრობა  მათი.
    მოიტაცა  მარიამი.  ჩაიხუტა,  დაისაკუთრა,  დიდი და  მძიმე  არაადამიანური  ტკივილები  მიაყენა მას.  აწამა  მთელი  სისასტიკით.  მთელი  სისწრაფით  აჯახებდა  გზად  მიმავალი  ბეტონის  ფილებს,  უკაწრავდა  სახეს,  ტანს,  სილურჯემ  დაფარა  მისი  ფაქიზი  და  მშვენიერი  კანი.  დაუმახინჯა  კიდურები.
    ვინ  იცის  ამ  დროს  როგორ  უჭირდა  მარიამს  და  მის  მეგობრებს,  ალბათ  პირველი  ბებოს  მოუხმობდა  საშველად,  უფალსაც.  ლიახვმა  კი  სისასტიკით  დაამარცხა  ყველა.
        27  ივლისი  2010  წელი. ეს  დღე  უმძიმესი  და  ენით  აუწერელი  უბედურების  აღმნიშვნელია  მათ  ბიოგრაფიულ  მონაცემში,  მათი  ახლობლების  ისტორიაში.გაუნელებელი  ტკივილის და  გაუთავებელი  ტკივილის  ბურთი,  ლიახვზე  მოტივტივე,  მუდმივად  იქ  მყოფი.
      ამ  დღეს  მანამ,  ამ  ამბავს  მარიამის  ბებო  და  ოჯახის  წევრები  შეიტყობდნენ,  მათ  აივანზე,  იქ  სადაც  მარიამს  უყვარდა  ყოფნა,  მოფრინდა  უცნაური  შეფერილობის  მტრედი,  როგორიც  ბებოს  არასოდეს  უნახავს არც  იქამდე  და  არც  მის შემდეგ.  შემოჯდა  აივანზე  უშიშრად,  თავი  ჯერ ქვემოთ  ჩაჰკიდა, შემდეგ მხრებში  შემალა  და  იქაურობას  არ  მოშორები,  ვიდრე  მარიამის  დაკრძალვის  დღისა.
        მარიამის  დაკრძალვის  დღეს  ამ  აივანზე  დაჯდა  ძალკიან  დიდი  მწვანე  კალიაც,  დიდხანს  იჯდა  და  არ  ინძრეოდა,  ბებომ გადააგდო  აივნის  რიკულიდან,  უცებ  ნაძვიდან  ჩიტი  გამოფრინდა,  სტაცა  პირი  და  შეიმალა  ნაძვში,  მან  მიწამდე  ვეღარც  კი  მიაღწია.
    ვინ  იცის  მტრედი-მარიამი იყო,  მწვანე  კალია-ლაშა  და  ისინი  ერთად  გამოემშვიდობნენ მარის  საყვარელ  აივანს  უკანასკნელ დღეს.
    ამ  დღეს  სატელევიზიო მაუწყებლობამ  სრულიად  საქართველოს  აუწყა  ეს  შემზარავი  ამბავი.
   

    მერე  ყველაფერი  ისე  იყო,  როგორც  ხდებ,ა  ხოლმე  ქრისტიანული  წესით. 
    მარი  მივიდა  უფალთან.  რევერანსით  თაყვანი  სცა  მას,  დაუჩოქა  სამგზის  და  სთხოვა  ქალწულთა შორის  მიეღო  და  მის  ახლოს  მიეჩინა  მისთვის  მუდმივი  ადგილსამყოფელი.
    უფალმა  გაუღიმა  თბილად,  დაეთანხმა  სათხოვარზე,  ჩაიხუტა  გულში,  პირჯვარი  გადასწერა  და  მუდმივი  მზრუნველობა  აღუთქვა.

        რომ  ეცოცხლათ, ეცხოვრათ  მარიამს  და  მის  მეგობრებს,  ვინ იცის  რამდენ  ადამიანს  შეუნარჩუნებდნენ  სიცოცხლეს,  დღენიადაგ  ადამიანთა  სიცოცხლესა,  ჯანმრთეკლობასა  და  კეთილდღეობაზე  იზრუნებდნენ  უდავოდ,  მაგრამ.....
      სასტიკია  ცხოვრება,  ადამიანებიც.  სიცოცხლე  კი  დაუცველია, სუსტი,  ძალიან  უმცირესი,  თვალით  უხილავი,  მას  ბოროტება  უცებ  პოულობს  და  სპობს.
      სიკვდილი  მასზეა  მუდმივად  ჩასაფრებული.  მისი  მომრევი  არ  შობილა,  არ  შექმნილა  აქამდე.

      ბედისწერა  კი  რა  არის?  სად  დგინდება?  რატომ  წყდება  ასეთ  მნიშვნელოვან  და  საინტერესო  ადგილზე?  ეს  კითხვებიც  პასუხგაუცემელი  რჩება  მარიამის  კითხვასთან  ერთად.

            ნეტავ  თუ  იგრძნო  სინდისის  ქენჯნა  მისმა მშობელმა  მამამ,  როცა  ეს  ინფორმაცია  მოისმინა  მაუწყებლობით?  როგორი  იყო  ეს  დღე  მისთვის?
ვინ  იცის,  ვინ  იცის.

  ტკივილი  ზოგჯერ  უხმოა  ისე,
  გამოუთქმელი,  ისე მტანჯველი,
  ტყეში  დიდიხნის  დაკარგულისთვის
  ლუკმა  პური  და  თავზე  მძარცველი.

     
     
        ვიცი,  მთვარე  ჩავარდა  იმ  ღამეს  ლიახვში,  შეეჭიდნენ,  შეერკინნენ  ერთმანეთს  მთვარე  და  ლიახვი.
      მთვარე  მარის  ოცნებისეული,  ლიახვი  მისი  რეალური  მომტაცებელი  და  მესაკუთრე,  მწამებელი  და  მტანჯველი  მარისა.  მათ შორის  გამარჯვებული  ერთი  დარჩა.
      ლიახვმა  იმ  დღეს  მარის  წაართვა ყველაფერი.  სიცოცხლე,  ოცნება,  მეგობრები,  სამუდამოდ  მოსწყვიტა  საყვრელ  ადამიანებს.
      მის  საყვარელ  ბებოს  შავი  სამოსი  ჩააცმევინა,  მონატრებული  დედა  ჩამოიყვანა  და  სიგიჯემდე  მიიყვანა,  მასაც  ძლივს  შეუნარჩუნეს  სიცოცხლე,  მარიამის  საპატრონოდ,  რომ  სანთლით  ახალი  გზები,  აქედან  ხშირად  გაუნათოს,  ტყუპისცალს-ანას  მოქმედების  და  აზროვნების  უნარი  წაართვა. დეიდას  თავზარი  დასცა.
      უმძიმესი  განაჩენი  მარის,  მამის  ნაცვლად!? 
      ბებოს  მწარედ  ესმის  დღესაც  მისი  სიტყვები  ბებო  ესეც  შემისრულე  და  ამის  შემდეგ  აღარაფერს  გთხოვ,  ეს  ერთხელაც  ..... აასრულა  ნათქვამი  მარიმაც,  ბებოსავით  სულ  მართალი  აღმოჩნდა  თავადაც.
    გიორგისაც  მართალი  უთქვამს.
    ის  სიმწრით  სავსე  დღე  იყო  განსაკუთრებით  მათთვისაც  და  მათი  მოსიყვარულე  ადამიანებისთვისაც.
        ეს  რატომ  მოხდა  ასე,  რატომ,  რატომ.
      ხომ  შეიძლებოდა  მარიც  ბედნიერი  ყოფილიყო,  მისი  მეგობრებიც.  არა  სხვებივით, არა,  არა,  მხოლოდ ისე  როგორც  მას  თავად  იმსახურებდა,  როგორც  ეს  თავად  წარმოედგინა  და  სურდა.
       
    როგორი  იყო  ეს დღე  მისი  მამისთვის,  ნეტავ?  ექიმისთვის,  რომელსაც  განსაკუთრებული  და  მოჭარბებული სითბო  სჭირდება  პაციენტებთან  საურთიერთობოდ,  არის  ის  შემდგარი  ექიმი,  თუ  ჯალათი?
.
 
 
     
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები