ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2015


გ რ ძ ნ ო ბ ა და გ ო ნ ე ბ ა

და  როცა შენში  არის  გონება
ხარისხობრივი ნიშნით  მოსილი,
გახსოვდეს იქავ  დგას  თავად  გრძნობაც
კეთილგულა  და  მეტად  მორჩილი.
ერთხელ  გონებას  დაეჭიდა გრძნობა თამამად
შიშველი  ხმალი  ალესილი  არავითარი,
ჩავარდა  ფერხთით  დაივიწყა  სუყველაფერი,
ისეთი  იყო  ვით  მძინარე  შავი  აფთარი.
ეფერა  ისე  ელაციცა  ცრემლიც  დაღვარა
გული  მოულბო  ბოლო-ბოლო  გონიერებას,
ლაგამამოკრულ  რაშზე  შესვა  და  გააჭენა
შემოატარა  უფსკრულები, მთები  ჭალები,
ისე  დაღალა,  მოქანცა და  მიასავათა
სულ  სხვა  სამყაროს  აუხილა  მის  წინ  თვალები.
ხან თავდაყირა  გადაჰკიდა  სადღაც  ბექობზე
და  მოკლედ  გზები  აუბნია  საინტელექტო,
მერე  დასვა და მჯდომიარეს  ღიმილით უთხრა
მითხარი  ახლა  უთანაგრძნობ თუ  არა  იმათ,
ვინც  მე  ამყვება მსგავს  ცხოვრებას  ეზიარება,
ვინც  ჩემთან ერთად განტვირთაზე უარს არ  ამბობს 
და  სიტკბოებით საყვარელ  ქალს  ღიმილით  ათბობს
გარდაისახე  შენც  ხანდახან  მიენდე  აპრილს,
თორემ  სულ  მალე  ქანდაკებად  გადაიქცევი.
მერე  კი,  სადღაც  მიგიჩენენ  ერთ  ვიწრო  ადგილს
და  შენს  იდეებს  მხოლოდ წიგნში  გადაიტანენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები