ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2015


ამუა

მართლა არაფერი შემძლებია,
დამჭკნარი ყვავილები ბევრდებიან,
მწვანე ხავსებივით ედებიან
ახალი ჭრილობები ამ გულს;
ნახე, რამხელა ქედებია,
ღრუბლებს ფეხებქვეშ ეგებიან,
მგზავრები ნაპირთან ჩერდებიან,
სიტყვა არ დასცდება ენგურს;
გაღმა და გამოღმა დედებია
შავად შემოსილი... თენდებიან
დღეები დღეებს ეცვლებიან,
დროის სვლას უწყობენ ფერხულს.


ამუა – გზა (აფხაზურად)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები