ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2015


ს ი ო

სიო  საამო  ნარნარით
ვიდოდა  არე-მარეზე,
ზოგჯერ  წყინობდა,  ხანდახანც 
მადლობელ იყო  მთვარეზე.
ყველას  სახეში, თვალებში 
ჩაუკეკლუცის,  ჩაჰხედის,
ვინამ  უნდოდა  ეპოვნა
დროდადრო  მთვარეს  აჰხედნის.
დაიღლებოდის  ხანდიხან
დაისვენებდის  წვალებით.
მერე  მოწყენით,  დაღვრემით
მიიძინებდის  ღამეში.
სიზმარში  მაინც  იპოვის,
იპოვის გაიხარებდის.
ეტყოდის  არსად  გაგიშვებ
და გულსაც  დაიწყნარებდის.
სახეს  ღიმილი  ეფინის,
თან  ხელსაც  მოიჩრდილებდის
გულისსწორს  ჩაიხელებდის
ცხოვრებას  მოიხდინებდის.
იქ  ყოველივე  მის  იყო
ყველას  კარგს  მოიხილებდის.
სიამოვნებით  თვალ-გულსა
სიხარულს  მოიფინებდის.
ფიქრობდის  ჩემით  ნეტარა
ვინრა  არ  მოიხიბლების.
თქოდის  ტკბილნია ყოფანი
როცა  ბევრ  მოითმინების,
გულისწორს  ხელჩახვეული
სულ-გულით  მოილხინებდის
მაგრამ დამთავრდის  სიზმარი
ჩვეულ  გზას  გაუყვებოდის
ველურ  იებთან  გაჩერდის
და  სიზმარს  მოუყვებოდის.
სიომ  დაჰბერის  ძალუმად
სიგრილე  მოუხდებოდის
ეტყოდის  შენაც  გაგიგავ
მასზეც  გულმაუთბებოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები