ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2015


მ ი ლ ე დ ა ნ

                    მ ი ლ ე დ ა ნ

სახეზე  ხალები  გამშვენებს,  გიხდება,
როცა  შენ  ვერ  გხედავ,  მზეშიც  კი  ბინდდება.

ეგ  სახე  ნათელი  წამი-წამ  ბრწყინდება,
გრძნობები  ბობოქრობს  ვერაფრით მშვიდდება.

ქათქათებს  ეგ  სახე  რძისფერი მშვენებით,
მშვენიერს,  საოცარს  უსიტყვოდ  გნებდებით.

თლილი  გაქვს  თითები, ლამაზი  ხელები,
გულმკერდი  და  ყელი  მზის  სხივზე  მწველები.

თვალები  ეგ  შენი,  ზღვას  მოჰგავდს  სილურჯით,
ანგელოზს  მაგონებს,  ეგ  ტანი  სირუჯით.

სიმშვიდე  სამკაულს  მიგიგავს  მცირედად,
ხმა  ყელისმიერი  თვით  სევდას  იბნევდა.

გრძნობები  გონებას  მირევდა  მირევდა,
ასეთი  ვინ  გშობა,  მითხარი  მილედან.

სად  გძებნო,  გრძნობები  გონებას  მილევდა,
აჯობა  გრძნობებმა,  გონებაც  მინებდა.

ბობოქრობს უწყვეტად  გრძნობათა  დინება,
მითხარი  და  მოვალ,  ძვირფასო  მილედან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები