"მე ვცხოვრობ წიგნში" - გიო საჯაია
ამ ნაადრევად დაბერებულ შემოდგომაში როდესაც ფოთლებს სანატრელი გაუხდათ ჭკნობაც, ქარის წუხილით ერთიანად მხრებში მოხრილებს, მე ავდექი და, შენს ლექსებში დავიდე ბინა -
სახლად წიგნი მაქვს, ფანჯრებადაც, კარად წიგნი მაქვს ვერაფერს ვიტყვი - მსიამოვნებს, უბრალოდ, მინდა, ვთქვათ - შევეჩვიე, ან ამგვარი კიდევ რაიმე, უფრო ისაა, ალბათ, ინსტიქტს რომ უწოდებენ,
რომ ასე წასულს ხელიდან, თუ ჩემი თავიდან, ფიქრის სიშიშვლით შესამჩნევად ფერხორცგამოცლილს, შემეგრძნო ფურცლის სურნელება, სტროფების სუნთქვა და ბგერებს შორის შენი სულის საჩემო გემო...
იმდენად უხმოდ, არასოდეს როგორც აქამდე, სიცოცხლის მარაგს საიმდროოდ, როდესაც წავალ შენი გულიდან და არაფრის მექნება ძალა, აღარც იმედის, არც შეზრდილი ტვირთის ტარების,
შემოვინახავ ნაადრევად დაბერებული ამ შემოდგომის დღეებიდან, როცა ვსულდგმულობ წიგნით, რომელიც ყველა განცდის ზიარად მექცა - იმ შემთხვევისთვის, გადარჩენას თუკი ვირწმუნებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გაიხარე, მერაბ. მოკითხვა შენ ჩემგან! :*
გაიხარე, მერაბ. მოკითხვა შენ ჩემგან! :*
8. თეა :) :) მომნატრებია შენი ლექსები... თეა :) :) მომნატრებია შენი ლექსები...
7. მადლობა თქვენ, ნიავ და მუხავ! :)
მადლობა თქვენ, ნიავ და მუხავ! :)
6. შენს ლექსებში დავიდე ბინა - მომეწონა. შენს ლექსებში დავიდე ბინა - მომეწონა.
5. თე... <3 შემოვინახავ ნაადრევად დაბერებული ამ შემოდგომის დღეებიდან, როცა ვსულდგმულობ წიგნით, რომელიც ყველა განცდის ზიარად მექცა - იმ შემთხვევისთვის, გადარჩენას თუკი ვირწმუნებ. თე... <3 შემოვინახავ ნაადრევად დაბერებული ამ შემოდგომის დღეებიდან, როცა ვსულდგმულობ წიგნით, რომელიც ყველა განცდის ზიარად მექცა - იმ შემთხვევისთვის, გადარჩენას თუკი ვირწმუნებ.
4. რა ვი :) ვიფიქრე, ფრჩხილების გარეშე ძალიან "ჩართული" იყო, მაგრამ რადგან ეგრეა... გმადლობთ ორივეს :* :*
რა ვი :) ვიფიქრე, ფრჩხილების გარეშე ძალიან "ჩართული" იყო, მაგრამ რადგან ეგრეა... გმადლობთ ორივეს :* :*
3. " ნაადრევად დაბერებული შემოდგომა":)
ჰო. სულ არ უნდა ფრჩხილები. (გაშალე ფრთები):)
♡ ♡ ♡ ♡ ♡ ♡
" ნაადრევად დაბერებული შემოდგომა":)
ჰო. სულ არ უნდა ფრჩხილები. (გაშალე ფრთები):)
♡ ♡ ♡ ♡ ♡ ♡
2. "მოვაცილე" ფრჩხილები და ისედაც კარგი ლექსია :)
ფრჩხილები თითქოს რაღაც ჩარჩოში გაქცევს.
საშემოდგომო განწყობა და ლექსები აშკარად თეა თაბაგარისაა :)
"მოვაცილე" ფრჩხილები და ისედაც კარგი ლექსია :)
ფრჩხილები თითქოს რაღაც ჩარჩოში გაქცევს.
საშემოდგომო განწყობა და ლექსები აშკარად თეა თაბაგარისაა :)
1. გალაკტიონის იუბილეს გილოცავთ ყველას!
ჰოდა, კიდევ - ფრჩხილები თუ ზედმეტია, მითხარით :)
გალაკტიონის იუბილეს გილოცავთ ყველას!
ჰოდა, კიდევ - ფრჩხილები თუ ზედმეტია, მითხარით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|