ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2015


10 - 22



" დღეო, გადიდდი, გადიდდი..."


ამდენი მზე ჯერ არ მქონია სახლში:
ამომავალი - ფორთოხლები,
ჩამავალი - გრეიფრუტები,
შიგადაშიგ -
ლიმონების მელანქოლია
თუ არ გადაურიე,
ამ ნოემბერს რა დააღამებს?

მთავარი მზე კი -
ათი დეკემბერი,
კომპიუტერში უკვე მინთია -
ერთი ბილეთი, სტუდენტური,
(ანუ ცოტა იაფად)
თელავივი. იაფო - ბენ გურიონი,
თბილისი - შოთა რუსთაველი.

შენ რომ ჩამოხვალ,
დე,
გადიდდეს ყოველი დღე!
(დე,
მზემ ღამითაც გაიკიაფოს!!!)
გვიან მოვიდეს
ყველაზე სულმოკლე თარიღი-
ოცდაორი დეკემბერი:
თბილისი - თელავივი. იაფო....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები