ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2009


ღმერთო

არ შეგვიწყვიტო ამ ბებერი ბურთის ტრიალი,

შენ ააცილე საქართველოს ორომტრიალი,

შენ მოგვეც ძალა, ერისა და ბერის ერთობა,

დე, ღმერთო ერთო, ეშმა ჩვენით ნუ გაერთობა!!!

არ დაგვიბნელონ, მეუფეო, სულის სინათლე!

არ დაგვიკარგონ, დიდო ღმერთო, ჩვენი სიმართლე!!!

ნუ ჩაგვწიხლავს და  ნუ ჩაგვქოლავს მტერი ტიალი...

არ მოგვიშალო ამ ბებერი ბურთის ტრიალი!.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები