ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2015


კაფე "კომპასი". მარსელი

აქ ერთი კაფეა - „კომპასი“
უბრალო, სადა და მარტივი;
მზის ჩასვლას ვუყურებ აქედან,
ყოველდღე, მზის და ზღვის კონტრასტი,
ფხიზელი და მთვრალი კაცივით,
თვალს მოეფარება აფრებთან.

აქ ერთი კაცია - ჟერემი,
მაღალი, უხეში ნაკვთებით,
ბევრ „თავისუფლებას“ ეწევა,
აცვია ვესტერნის ფერებში
და რადგან აღარ ვართ ბავშვები...
ვგრძნობ, როგორ მომწონს და მოვწონვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები