ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 ნოემბერი, 2015


უილიამ ბატლერ იეიტსი - როს მოხუცდები

როს მოხუცდები, შეგერევა ჭაღარა,  მთვლემარს
თავის კანტური დაგეწყება კერასთან, მაშინ
ეს წიგნი ნელა წაიკითხე, ნანინანატრი
სათუთი  მზერა გაიხსენე, ეგზომ რომ გშვენდა.

ამო სიტურფით ო, რაოდენს აღუგზნე ეშხი,
მშვენების გამო შეგიყვარეს ყალბად თუ ნაღდად,
შენი ყარიბი სული თუმცა ერთ კაცს უყვარდა,
ეტრფოდა სახეს ცვალებადს და სავსეს კაეშნით.

გავარვარებულ ცხაურისკენ თავს რომ ჩაქინდრავ,
წაიბუტბუტე  სევდიანად, თუ რარიგ ჩქარა
გაფრინდა ტრფობა, ცხრა მთას იქით გადაიარა,
თვალს მიეფარა მირიადი ვარსკვლავის მიღმა.


27 ნოემბერი, 2015 წ.



ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.poetryfoundation.org/poem/172055

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები