ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2015


სხვენი

ის მოდის ჩემთან დროგამოშვებით,
მაგრამ მოდის მოულოდნელად,
მოდის რთული და ამღვრეული,
ნათელი სახით,
ღამენათევი, ბედნიერი და სევდიანი,
გატეხილი,
შემომწყდომია როგორც კედელს,
მაგრამ რაც მთავარია ის აქ მოდის.

ვცდილობ რომ მის ჩრდილს გადავეხვიო,
და ამას ამჩნევს,
რაც არ უნდა იყოს,
ვფიქრობ, რომ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

თუ სამი ნათელია ჩაბნელებული,
გადამეხვევა ისიც,
თუ არადა შორიდან მათბობს,
გადახვევით
ყოველთვის სუსტ მხრებს შორის ვუთავსებ
ჩემს ხუთს და ვუტოვებ ანაბეჭდს,
ფრთხილად.

მისთვის შეშლილი ვარ, რომელიც
ყველგან სიგიჟეს თესავს,
მას უყვარს ჩემი გაუტეხელი სული,
მახვილი სიტყვა,
და ერეტიკულობა,
ის ხომ ყველაფერს ჭრის.

მე კი მიყვარს მისი ნიშნები,
საცხი,
რომ ტოვებს სიგარეტზე,
ღვინის ჭიქაზე,
ჩემზე,
და როგორი შავი ღრუბელიც არ უნდა
გვედგეს თავზე ობობასავით,
მას მოაქვს დაუთვლელად და დაუნანებლად
ქუდის ქვეშ მოქცეული
მკრთალი მზე და ლურჯი ცა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები