ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2015


სარანგული

(ძველისძველი: თართებში ნათქვამი)

ელამეთ, ძმებო, მამულს და უფალს
ბნელი ადვილად ზეკაცთ ვერ აღგვის
ეგ იყოს თქვენი ძმობის ულუფა
ეგ იყოს თქვენი ჯაჭვის პერანგიც
ღმერთს ის მიეცით რასაც არა გთხოვთ
იწყურეთ წყევლის ბნელი არმაზდღე:
ოდეს სარანგი ზეცა ჩავა თხოთს:
აეგებეთ და თქვენი ჯვარცმა ზღეთ.
და თუ ოდესმე სრულდება მირქმაც-
თუ მარტივია_მოკვდე მარტვილად
არ დაგჭირდებათ ვერ მნახავთ მიმქრალს
მე მაგ ამბავში უფრო მარდი ვარ
ელამეთ ძმებო, მამულს და უფალს
ბნელი ადვილად ზეკაცთ ვერ აღგვის
ეგ იყოს თქვენი ძმობის ულუფა
ეგ იყოს თქვენი ჯაჭვის პერანგიც


მოვიკითხე სარანგები:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები