ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 იანვარი, 2016


თ ხ უ პ ნ ი ა (კრიტიკა თუ ...?)

        იყო  ერთი  თხუპნია  თავიდან  ფეხებამდე  სულ  დათხუპნული,  მიდიოდა  და გზადაგზა  ყველაფერს  თხუპნიდა.
მაგრამ  რატომ?  არ  იცოდა.
არა არა  იცოდა,  ასეთი ხასიათი,  უსუფთაო  და  ბინძური  გული  ჰქონდა.
ერთადერთი  სიამოვნება  და  საზრუნავი  ის  იყო  მისთვის  თუ  მოახერხებდა  და  ვინმეს  დათხუპნიდა,  ამას  კი  მუდამ  ახერხებდა,  ეს  გამოსდიოდა  კარგად.
  ბევრს  უნდოდა  მისი  დათხუპნვა,  გაკრიტიკება,  მაგრამ  თავს  იკავებდნენ, 
ათასში  ერთი  თუ  შეუბრუნებდა  მის  საქციელს  პირუკუ.  ის  კი,  მერე  გადაეკიდებოდა  და  მტრობდა.რა  მზაკვრობას  არ  მიმართავდა  და  მოიმოიქმედებდა  ასეთის  მიმართ.

      მლიქვნელნი  და  გაუბედავნი  ზიზღით  ეპირფერებოდნენ  და  თავს  იკავებდნენ. კრიტიკა  კი  აუცილებელი  იყო,  თორემ  გაჩერებას  არც  ფიქრობდა.  მაგრამ,  აქ  საფიქრალი  ერთი  მთავარი  იყო.

  რა  არის კრიტიკა  და  ვის  შეუძლია  მისი  გამოყენება,  მოხმარება?  ამ  კითხვას  პასუხი  სჭირდება  და  ის  უნდა  იქნეს  გაცემული.

  კრიტიკა-არის  ობიექტური  საზომი  სუბიექტის  ქმედებისა,  რომელიც  უნდა  იქნეს  გამოყენებული  ისეთ მდგომარეობაში, როცა სხვა  გზა  და  მეთოდი,  ხერხი  რეაგირებულ  უკეთეს  შედეგს პრაქტიკულად  ვერ  დააყენებს.
 
  ჩნდება  კითხვა:
  როგორი  უნდა  იყოს  კრიტიკა?

    კრიტიკა  უნდა  იყოს  რეალური,  ობიექტური,  ნამდვილი  და  ზედმიწევნით  დასაბუთებული.  და  არა  სუბიექტური,  არა  უსაფუძვლო.

კრიტიკოსი-  მედიატორია  ფაქტობრივად,  მედიაციის  სრული  კურსით  გახმოვანებული,  ამ საიტზე  ეს  უცხო  ხილია.

აქ  არც  კი  იციან,  რას  ამბობენ  და  რა უნდა  თქვან.  არც  ის  იციან  რაზე  ლაპარაკობენ,  საკუთარი  თავის  დამამცირებელ  გაუაზრებელს,  მოჩმახულს,  ტექსტთან,  მის  შინაარსთან  შეუსაბამო  ფრაზებს,  ურცხვად  და  უტიფრად  დებენ . რითიც  საიტს  პატივს  ხდიან  და  მიწასთან  ასწორებენ.

ასეთ  საქციელზე  მისი  ჩამდენი  უნდა  იბლოკებოდეს  ანდა  სხვა  სახის  მკაცრი  ზომის  გამოყენება  უნდა  ხდებოდეს  ასეთის  მიმართ.  მას  კი  ყურადღება  საერთოდ  არ  ექცევა  ადმინისტრაციის  მხრიდან.

როგორ  და  რა  ხდება  ფაქტობრივად  ამ  საიტზე  ამ  მიმართულებით  ეს  მეტად  სავალალო  და  საწუხარია.
  ასეთს  თუ  არ  დაუჩოქებ  თავხედური  გამოხდომისას  ...........  იწყებს,  ახდენს  შიდა წერილების  მიწერა  იმასთან  ვინც  გიკომენტარებს  და  აფრთხილებს,  რომ  აღარ  შემოვიდეს  შენს  გვერდზე,  აღარ  დაგიკომენტაროს  და  მისი  ნაწარმოები  რჩეულთა  შორის  მოხვდება  და  ხვდება  კიდეც.
  არის  მეორე  კატეგორია,  რომელსაც  სულხორცში  აქვს  სხვისი  ლანძღვა,  და  ზარფუშიდან  ღვარძლის  ნთხევა,  სხვების  წაქეზებასთან  ერთად.
      ასეთი  ქმედობანი  უდავოდ  კრიტიკა  არ  არის  და  გონიერნი  მას  სხვა  სახელს  არქმევენ  და  არც  ასეთების  ქვეშაგებად  არ  გადაიქცევიან  რაღა  თქმა  უნდა
.
  სხვათა  ცოდვების  აქ  განხილვა  და  ღვარძლიანობაც  არ  არის  კრიტიკა,  ე ს  მკრეხელობაა.

არც  სხვათა  გმობის,  ანგარიშსწორების  საშუალებაა  და  სახელის  შესარქმევად  გამოდგება  კრიტიკის  დარქმევა.  კრიტიკას  გრძნობს  და  სწორად  აღიქვამს  მკითხველი.

    რადგან,

  კრიტიკა-არის  სუფთა,  ანკარა  სულის  წყარო,  სულგრძელობით,  სითბოთი, სირბილით  და  თანადგომით  სავსე  ღირსეული  გრძნობა.

  ის  დასაბუთებული  უნდა  იყოს  იმდაგვარად,  რომ  მადლიერების  გრძნობას  აღძრავდეს  ნაწარმოების  ავტორში,  მზრუნველობის  აშკარა  გამოვლენა  უნდა  იყოს,  ყურსაც  და  გონებასაც  სასიამოვნოდ  უნდა  ეფინებოდეს.
 
    არსად  გამოკვეთილა  და  შეფასებულა  ჯერ  ამ  საიტზე,  ნაწარმოების  მხატვრული ღირებულება  ობიექტურად,  დამსახურებულად,  ლიტერატურული,  საკაცობრიო  თვალსაზრისით.  დასაბუთებაზე ხომ  ფიქრიც  ზედმეტია.

  ინტერესმიღმა  რჩება  ავტორის  თავისებურებანი,  განსაკუთრებული  მიდგომა-დამოკიდებულებანი. წარმოსახვის  უნარი  და  ძიებანი  მის  სულიერ  სამყაროში  ლიტერატურული  შემოგარენით.

  ავტორს  უნდა  უბიძგო  მისი  მონაცემების  გავრცობისაკენ,  რათა  შესაძლებლობების  გამოვლენის  საშუალება  მიეცეს , შეექმნეს  და  არ  უნდა  ეცადო  მისი  ჩახშობა,  რომ  ლიტერატურის  განვითარებას  ხელი  არ  შეუშალო.

    ამ  საიტს  ორი  წევრი  ჰყავს  მხოლოდ,  რომელშიც  ასეთი  ნიშნები  ვლინდება, ორადორი  მხოლოდ,  რაც  ერთობ  საწუხარია.
    "პროსტინ"-ის  გასაშლელი  ადგილით  დაინტერესებული  არავინ  არ  უნდა  იყოს,  რომ  მასზე  მონა-მორჩილნი  განათავსოს  და  ნარჩენები  მიუყაროს  დროდადრო  ...

მტრობას  არ  უნდა  ახორციელებდეს.  სხვათათვის  ტკივილის  მისაყენებლად  არ  უნდა  იღწვოდეს  აქ  რომელიმე  წევრი  საიტისა.

    ნამდვილი  ჯანსაღი  კრიტიკა,  არავის  არ  აღიზიანებს.  ამ  ნაკლის  გამოუსწორებლობის  გამო  დატოვა  ძალიან  ბევრმა ღირებულმა  წევრმა  აქაურობა.  ეს  კი  სამწუხაროა,

    ასეთი  ქმედობა  სხვათა  უფლებებვის  შეზღუდვა,  დარღვევა  და  შელახვაა,  საერთაშორისო  ნორმების  შესაბამისად  და  პირველ  რიგში  ადამიანური  ნორმებიდან  გამომდინარე.

  ვინ  აკეთებს  ამას,  ვინ  იქცევა  ასე?
    ეს  იოლი  პასუხგასაცემია  მისივე  ენით.  ამას  თავად  მარტივად  პასუხობს  ის  ვინც  ამას  აკეთებს.

  რა  არის  მუქარა?  და  არის  აქ  იგი  საჭირო?
  ასეთი  რამ  დაუშვებელია ,  აქ  თავისუფალია,  ყველა  თანასწორია  უფლებებით.  არავინ  არავის  არ  ჯობნის, აქ  არ  არის  ძალისმიერი  რინგი,  რომ

  გაიმარჯვო,  ანდა  გამარჯვებული  გამოავლინო,  უწერე  რამდენიც  გინდა  სისულელეზე  დაუმსახურებელი  ქულები,  გაიქნიე  მეზობლიაანთ

  თხუპნიასაკენ  აყროლებული  ლუკმა,  ვითარც  მათხოვრისაკენ,  მერედა  რა?  როცა  აღარ  იქნები  მერე?  ამაზე  არ  გიფიქრია,  რამდენი  გინება  აიღებს

  მისამართს  შენი  მიმართულებით,  რამდენი  ტალახიანი  ქვა  მოგხვდება  მტკივნეულს  ალაგში.

    აქაც  და  იქაც  ჯილდოს  მომავალი  აწესებს  ჩვენგან  დამოუკიდებლად,  ჩვენი  ფაქტობრივი,  ცოცხალი  მონაწილეობის  გარეშე,  ყველაფერზე.  დაილოცა  უფლის  მადლი  სამართალს  ის  აწესებს  და  ახორციელებს  სულისა  და  ლეშის  მიმართ,  მას  გამოაქვს  განაჩენიც.
   

    იღვარძლე,  იფურთხე,იღრიჯე  პირქუშო.
    აიღე  ცოცხი  და
    მოგავე  შენს  ფერხთით  ცოცხალი  ნივთები,
    მერე  კი  ნამთვრალევს,  თავს  ჩასცხე,
      რამდენიც  გინდოდეს
      და  სადაც  მისწვდები.
      მან თავი  დახარა უკვე  და  არ  სტკივა,
      არც  შია,  არც  სცივა,
      ნარჩენით  მშვენივრად  იმაძღრა ,იხოხა,
      ხეს  ისეც  ვიცით,  რომ
      დამპალი  ნაყოფი  არ  რჩება,  ახმება,
      ან დაბლა  დასცვივა.
      ხა,  ხა, ხა,  რა  კარგად  გაართვი,
      ხო,  ხო,  ხო,  გამართე მარტივად,
      გექნება  გუბს  ტივად,  ზღვას  ხიდად,  სატკივრად ............

    ჯობია  გონს  მოეგო  დროულად  უფლებაგადამეტებულო,  თვითმოძრავო  ჭურო  და  იმდენი  იგორო  რომ  ღირსეულ  ალაგას  მიგორდე  და  და  იდუმალ  ხილვებში  შეიკეტო.

      აქ  კრიტიკის  უფლება  არავის  აქვს.
    ?.........

  წაკითხულს  იწონებ  და  ასაბუთებ,  იწუნებ  და  ასაბუთებ  მასაც.

  და  თუ  ამდენი  არ  შეგიძლია,  დუმილით  სვამ  მძიმე  წერტილს,  შენი  წარმოსახვის  ხარისხის  ნიშნად.

  წინააღმდეგ  შემთხვევაში  ასეთი  გზა  საყოველთაო  სიძულვილის  უფსკრულისაკენ  მიემართება.

  აირჩიე,  ღირსეული  უფლება  ნებელობითი.  დაბადებიდან  მინიჭებულია  ყველასათვის.

კრიტიკა უკეთესობის  მისაღებად  წარმოებს  და  არა  სიძულვილის  გასავითარებ-გასაღვივებლად. და  არა  ერთურთის  დასაპირისპირებლად.

    დაიმახსოვრეთ,  რომ პიროვნებაში,  თქვენ  ვერცარაფერს  ცვლით,  ვერც  ართმევთ  ვერაფერს  მას,

ჯობია,  აღარ  იჭრიჭინოთ,  აღარ იხტუნაოთ, აღარ  იმციროთ  თავი  უშვერი  სიტყვებით  და  ლექსიკონით,  ამით  მხოლოდ  თქვენში  ჩაბუდებულ  სატანას  უხსნით  ხელ-ფეხს  და  ღამურას  ფრთებს  ისხამთ,  მის დღევანდელ  სახეს  იმკობთ.

  ჯობია  გონს  მოეგოთ  და  სარკეში  ჩაიხედოთ  და  შეიტანოთ  თქვენს  სახეში  კორექციები.
კრიტიკა  მხოლოდ  ლიცენზირებულია  მისაღები.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები