ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2015


გ მ ა დ ლ ო ბ დ ე დ ა არ ვიცი (ექსპრომტი)

ზეცის  ნაპირს  წავატეხე  ცოტა,  უძღები  და  საოცარი  მშვიდი,
ამეთვისტოს  თვლებითა  და  ბროლით შევამკე  და  საკუთრადაც  ვთვლიდი.     
ახლა  უკვე  არაფერი  მიჭირს  ჩემს  სამყაროს  შევუქმენი  ზეცა,   
მიწად  ფიქრი  დავუმკვიდრე  ჩუმი,  კიდე-კიდე  იმედები  დიდი.
შემომხედა  ბედმა  ნუგეშცემით  და  იღბალიც  მოკალათდა  რაწამს
მტკივნეული  ღიმილმომარჯვებით, ალმაცერად  მომიხუჭა თვალი, 
გამიღიმა  მტკიცედ  მერე  შეცბა,  შებარბაცდა  როგორც  კაცი  მთვრალი,
მიმანიშნა  აქამდისაც  შენზე,    ბედი იყო  სულ  ცოტათი  მწყრალი.
ცრემლმა  ცხელმა  დამინამა  თვალი  და  სხეულში  თითქოს  ჩამწყდა  რაღაც,
ჩამესმოდა  ხმელი  ფოთლის  ჩქამი  დეკემბრის  სუსხს  მთლად  წაერთვა  ძალი.
არ  მინდოდა  და  მინდოდა  თანაც,  რომ  მეთხოვა  მისთვის  რამე  ერთი, 
ვბედავდი  და  ვეღარც  გამებედა  მის  წინ  თავი  დამეხარა  დედი.
მერე  შენი  ხანდაზმული  სახე,  თვალწინ  მშვიდად  და  სათუთად  მდგარი
ღიმნარევი  სიყვარულით  სავსე,  იჩოქებდა  სათხოვნელად  ძნელად,
გონს  მოვედი  ჩაგეხუტე  ისე,  როგორც  მუდამ  ეს  გვჩვევია  დღემდი.
არა  დედი  შენ  არ  იზამ  ამას,  დაჩოქებით  მე  ვიჩოქებ  მუდამ,
უფალს  უნდა რომ  ყველასთვის  ახლაც,  რომ მხოლოდ  მე  მოვიდრიკო  ქედი,
მადლობ  დედი  რომ  მიღიმი  ასე,  ამაში  მაქვს  საოცარო  ბედი,                                         
რაც  არ  უნდა  გავიწირო  ბედით,  შენი  ლოცვა  სამუდამოდ  მშველის, 
შენ  კი  იცი,  ეგ  ღიმილი  სუფთა, ეგ  გულწრფელი ,  ოხ  რარიგად  გშვენის. 
მამამ  გითხრა,  რომ  სიკეთე  მთელი,  ვით ღვთისმშობელს  შეგრჩენია  დღემდის
და  იღიმე  საუკუნის  მეტხანს,  მე  კი  გმადლობ  შვილობა  რომ  მეთქმის.
ღვთისმშობელო,  მადლობ  მეტად  შენაც,  დედაჩემის  ტკბილი  ხმა  რომ  მესმის.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს