ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 დეკემბერი, 2015


***(წერილი ელიზაბეტს)

ბეტ,
დღეს ბოლოჯერ მატკინა მიწამ,
ხვალ ვეყოლები გულში ჩაკრული...
მოსალოდნელი და სისხლიანი
ეს დაცემა რომ არ მიკვირდა
ალბათ ამიტომ არ გამიჭირდა...
იცი, ბეტ,
მსურდა მქონოდა ბოლო იმედი_
იასამანის ნაზი სურნელით ნაკმევ იმ ღამეს,
დამხსომებოდა მთვარით ნაქარგი შენი სხეული,
როგორც სიმბოლო,
ამ გაუვალი ომისა და სიკვდილის ოკეანეში
შემორჩენილი მშვიდი კუნძულის...
მაგრამ, ბეტ,
როცა უკანასკნელად შევეხე მიწას
თვალი არ მომიხუჭავს,
ბოლო კადრად რომ არ შემომრჩენოდა
დაბნეული და შეშინებული შენი სახე მრუმე ბაქანზე,,,
აკი გთხოვე, აკი გითხარი იქ არ მენახე,
ჰოდა, ბეტ,
ახალ ბალახში თავწამოწეულ
პატარა ყვავილს დავიმახსოვრებ_
ანუ სიცოცხლეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები