ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2015


ქარს ადევნებული ფრაზები ...

              * * *

გამოეცალა  მზეს  უკვე  ძალა -
ბოლო  დღეებში  ქარმა  იძალა.

11.11.2015

              * * *

ნოემბრის  ცივი  ქარაშოტი,
სულს  რომ  აღამებს -
ცის  სიშავეში,  თითქოს  უკრავს  ღრუბლებზე  გამებს.

19.11.2015

              * * *

ქარი ბორგავდა, დილიდან  სტვენდა ... 
მზე  ცაზე  წუხდა ...
წითლად  შედედდა  მწუხრისპირზე  დასალიერი.

(არ  ვიცი,  რატომ  გამახსენდა,  თვის  უნებურად), 
გიჟმაჟი  ვოლფი - ამადეი 
და  სალიერი.

08.12.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს