ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2015


ბ ო შ ა ქ ა ლ ი

ბოშა  ქალი  ტანის  რწევით,  მუცლის  ცეკვით  მოთამაშობს,
ამისთანას,  ავაზისებრს,  მორჩილს,  მოქნილს,  ნეტავ  რა  შობს.
კაკაოსფერ  სახის  ღიმილს,  მაცდურ  ნიღაბს,  მოსაზიდად
კაცს  გულში  სისხლს  აუჩქროლებს,  გულს  გაუწევს  მისახიდად.
მითხარ  გეზი  ბოშა  ქალო,  ნუთუ  ცისკენ  აგიღია,
მშვენიერი  ტანის  სამკოდ,  გულის  კარი  გაგიღია .
ბოშა  ქალო,  ბოშა  ქალო,  თვალის,  გულის  თაფლის  წყალო,
შავკულულავ  მაგ  მშვენებით, გამიმხილე თუ  ვის  სწყალობ.
არ  ამიგდო  სიტყვა  ბანზე,  არც  სიმუნჯე  დაიბრალო 
ბოშა  ქალო,  ბოშა  ქალო,  მზე-მთვარეზე  რისთვის  მწყრალობ
ვარსკვლავები  გიცინიან,  იქნებ  შენ  მე  შემიბრალო       
საოცარი  ტანის  რხევით  გსურს  ცდუნება  დამიჩქარო,
მოდი  გული  გისაჩუქრე,  გრძნობა  უნდა  გამიცვალო.
მოფარფატე ქარს  დაყვები,  ცისკარს  როგორ  მიგადარო,
ტრფობის  ალში  გამახვიე შავკულულა  ნატვრისთვალო.
დამიჯერე  რაც  გითხარი,    სრულად  უნდა  გამოგცვალო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები