ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 დეკემბერი, 2015


რობერტ ფროსტი - ასტრომეტაფიზიკური

ღმერთო, მიყვარდა შენი ცარგვალი,
სიქველედ მითვლი ამას თუ ნაკლად, 
მიყვარდა წმინდა ის და მაღალი,
ან მოჟამულიც, კრიალას ნაცვლად.

წამაბარბაცა და დამცა მინამ,
ზედმეტად ხშირად ზევით ახედვამ
და ყავარჯენი კოჭლს და ფეხმტკივანს,
სიარულისას მინდა საბჯენად.

მე შენი ყველა ცა შევიყვარე,
რომლებზეც სუფევ, უფალო ღმერთო,
პირველი ციდან მეშვიდე ცამდე -
მწამს, რომ მომიზღავ სამაგიეროს.

თუმცა არა მაქვს იმის იმედი,
მას შემდეგ, ოდეს ჩავალ სამარეს,
ჩემი სკალპისგან ვიღაცა შექმნის
ცის მყარზე ახალ თანავარსკვლავედს.

და თუნდ აღმოჩნდეს, რომ არ შემფერის
ჭარბად ნახვეჭი სახელოვნება, 
იმედს ვიტოვებ, ნაცვლად ქვესკნელის
მიმაახლოებს ის უფრო ზენარსს.


11 დეკემბერი, 2015 წ.



ღმერთო, მიყვარდა შენი ცარგვალი,
სიქველედ მითვლი ამას თუ ნაკლად, 
მიყვარდა წმინდა ის და მაღალი,
ან მოჟამულიც, კრიალას ნაცვლად.

წამაბარბაცა და დამცა მინამ,
ზედმეტად ხშირად ზევით ახედვამ
და ყავარჯენი კოჭლს და ფეხმტკივანს,
სიარულისას მინდა საბჯენად.

მე შენი ყველა ცა შევიყვარე,
რომლებზეც სუფევ, უფალო ღმერთო,
პირველი ციდან მეშვიდე ცამდე -
მწამს, რომ მომიზღავ სამაგიეროს.

თუმცა არა მაქვს იმის იმედი,
მას შემდეგ, ოდეს ჩავალ სამარეს,
ჩემი სკალპისგან ვიღაცა შექმნის
ცის მყარზე ახალ თანავარსკვლავედს.

და თუნდ აღმოჩნდეს, რომ არ შემფერის
ჭარბად ნახვეჭი სახელოვნება, 
იმედს ვიტოვებ, ნაცვლად ქვესკნელის
მიმაახლოებს ის უფრო ზენარსს.


11 დეკემბერი, 2015 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები