ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: იუმორისტული
14 დეკემბერი, 2015


უწყინარი იუმორესკა თბილისს

თბილისი ვის არ ეწამლა,
მტკვარში უყრიან ანკესებს,
ვიღაც ბუჩქებში შემძვრალა,
ნახმარ კონტრაბასს აკვნესებს.

"შანგრილას" იპყრობს დუშაში,
იაქი კვლავაც იაქობს,
ვიღაც გიორგიმ, ქუჩაში,
შორენას ისევ მიაგო
პატივი, გოგოს რომ სცმია,
შორტები და მოკლეები.
სოც. მუშაკებსაც მოსცლიათ,
დადიან გამოკვლევებით.

მეტეხთან როცა ილოცებ,
მარჯვნივ გახედე ოცნებით,
მარჯვენა სანაპიროზე,
კრთიან შიშველი ბოძები.

ხომ ყველამ ვიცით რაც ხდება,
რომ მიირთმევენ სასმელებს?!
ცოცხალი რიგი აწყდება
მიწისქვეშ გადასაფსმელებს.

თბილისო, შენი სიმცირით,
სიდიადით და ბრგე სულით,
ქალაქში კარგი ვინც არის,
ყველა ცხენზე გყავს შესმული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები