ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2015


ნეტავ,შემეძლოს

ამ  ბურიანში,ამ  ამინდში,ამ წამს,ამჟამად
ერთ ბოთლ არაყში გადვცვლიდი ჩემს პოეზიას.
თქვენ  გექნებოდათ ოდენ  სიტყვის  აჯაფსანდალი,
მე- ნეტარება და ღიმილი ანგელოზების.

სახეშეცვლილი ქალქაია.გარეთ  მხოლოდ  თოვს
და ამ თოვაში აღარ  ყეფენ  უბნის ძაღლები.
ჭაჭას  კი არა,გადავკრავდი ცეცხლს  და ,,მოლოტოვს,, ,
თუ გინდა მერე ციმბირს  იქით  გადავსახლდები.

მე მოგობრობა  დამიწესა  ბედმა სასმელთან.
რა შემიძლია? სინანულის ენით  გამოთქმა:
რომ  ბებიები დგანან მეტროს  ამოსასვლელთან
ცივი  ხელებით. არ  იქნა და აღარ გამოთბა.

არ შემიძლია ნუკრისთვალა ბავშვებს  ვუყურო,
ჩემი  შვილივით  მინდა მათაც  აღარ  ციოდეთ.
ნეტავ, შემეძლოს  ყველას  სახლი  გადავუხურო,
ყველას სარკმელთან რომ  მზესავით ამოვდიოდე.



















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები