ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: საბავშვო
15 დეკემბერი, 2015


მოდელიერ ბაჭიას

ლომმა უთხრა ბაჭიას:
- შენ გაბარებ ამ ჭიას,
არ გაცივდეს ზამთარში,
მოუარე პაწიას.

ბაჭიამ თქვა, მარტივად:
- მაგ საქმეში მარდი ვარ,
ჩემი ძველი მანტოსგან
შევუკერავ მანტიას.

ნიავს არ მიაკარებს,
ისე თბილად ატარებს,
ყველა დამეთანხმება,
ზრუნვა უნდათ პატარებს...

- იმის შემდეგ, ნაზ ჭიას
ყინვაშიც კი არც სცივა,
ერთი ციდა კურდღელი
მართლა სიტყვის კაცია,-

გაავრცელა პრანჭია
ციყვმა ინფორმაცია
და რიგები დაუდგა
მოდელიერ ბაჭიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები