ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
16 დეკემბერი, 2015


მოსაწვევი

სოფელს მეზობელი ტყიდან
გაუგზავნეს ამანათი,
ტყის ნობათით, ერთი ციდა,
თან დაურთეს მას ბარათი,
უფრო სწორად მოსაწვევი_
"გავაცილოთ ძველი წელი!"
დაპატიჟეს მოწიწებით,
სოფლის ცხოველ-ფრინველები.

_ციყვებს, კურდღლებს, შველს და თახვებს
ზეიმი გვაქვს არნახული,
მობრძანდით და თავად ნახეთ,
გიხმობთ ყველას, მთელი გულით!
სუფრა გელით ნაირფერი,
შვრია, ხორბალი და ქერი,
კვახის გული_მოხალული,
ჩალაცა გვაქვს და ბულულიც.
სხვაც ბევრია, სასურველი:
ზღმარტლი, შინდი და კუნელი,
გოჭებისთვის თოთო ღიჭა,
ჩოჩორს_თაფლით სავსე ფიჭა,
რკო და სოკო, ხმელი ხილი,
კაკალი და ბევრი თხილი,
უნაბი და უმი წაბლი,
ყვავილის და ცაცხვის თაფლი.

ეს ბარათი ფრინველებმა
წაიკითხეს თუარა,
იმწუთასვე ინდაურმა
ცეკვით ჩამოუარა,
ღობის ძირში აკაკანდა
პაწაწინა ვარია,
ინდაურს დასცინის ალბათ,
აბა, რა  უხარია?
მამლაყინწა ადის-ჩადის,
ავიშვიშდა  მხოლოდ ბატი:
_სულელებო, ყველა წადით!
სუფრა არა_ხმელი ჭადი!
შია ალბათ იმ საცოდავს
ვეღარ მოუთმენია,
ბარათს კარგად დააკვირდით,
ხელს თუ აწერს მელია?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები