ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2015


ხეს გასცლოდა ფოთლის კაბა

ხეს გასცლოდა ფოთლის კაბა,
შერეოდა მინდორს კვდომა,
მთებზე ელვის ბზარი ჩანდა,
დამდგარიყო შემოდგომა.
გორის მაღლობს, მზესთან ახლოს,
ქარი ზვრებს და ყანობს მკიდა,
ნოემბრის თვის შავ- თეთრ ამბავს,
ზამთრის სიახლოვე სჭირდა.
ფოთოლთ კიბეს ვწნიდი ცამდე,
რა ცდუნება მარგო ბედმა,
გაიყოლა ხსოვნის დარდი,
წეროების სამკუთხედმა.
ის ჭადარი ჩემი გული,
შორეული ვნების სევდა,
წამიც ვერ ჩამოვიტოვე,
ქარმა ისე გაიხვეტა.
თოვლი მთების სტუმარია,
მოაშუქებს ბროლის თვალებს,
ჯერ წვიმის თქეშს ანდობს გზა- კვალს
მერე თვითონ ჩაიბარებს...
გორის მაღლობს, მზესთან ახლოს,
შერეოდა მინდორს კვდომა,
ხეს გასცლოდა ფოთლის კაბა,
დამდგარიყო შემოდგომა..




ხეს გასცლოდა ფოთლის კაბა,
შერეოდა მინდორს კვდომა,
მთებზე ელვის ბზარი ჩანდა,
დამდგარიყო შემოდგომა.
გორის მაღლობს, მზესთან ახლოს,
ქარი ზვრებს და ყანობს მკიდა,
ნოემბრის თვის შავ- თეთრ ამბავს,
ზამთრის სიახლოვე სჭირდა.
ფოთოლთ კიბეს ვწნიდი ცამდე,
რა ცდუნება მარგო ბედმა,
გაიყოლა ხსოვნის დარდი,
წეროების სამკუთხედმა.
ის ჭადარი ჩემი გული,
შორეული ვნების სევდა,
წამიც ვერ ჩამოვიტოვე,
ქარმა ისე გაიხვეტა.
თოვლი მთების სტუმარია,
მოაშუქებს ბროლის თვალებს,
ჯერ წვიმის თქეშს ანდობს გზა- კვალს
მერე თვითონ ჩაიბარებს...
გორის მაღლობს, მზესთან ახლოს,
შერეოდა მინდორს კვდომა,
ხეს გასცლოდა ფოთლის კაბა,
დამდგარიყო შემოდგომა..





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები