ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: საბავშვო
17 დეკემბერი, 2015


ბუკნაჭო

 

ბუ დედას ბუს კვერცხისაგან
ბუკნაჭო რომ  შეეძინა,
იმ დილით  საბუბუეთში
არც ერთ ბუს ჯერ არ ეძინა.

ბუ მამამ მთქნარებ-მთქნარებით 
სთქვა: გაუმარჯოს პაწიას!
„ბუდვაიზერი“ დაისხა
და კათხა დინჯად ასწია:
ჭკუის კოლოფი გამოვა,
წიგნით, რვეულით, კალმისტრით,
ბუეთის აკადემიის
ბაკალავრი ან  მაგისტრი.

-დიახ,
დასძინა ბუ დედამ
და არ აკმარა  ხარისხი,
-მზეთუნახავი იქნება,
ბუ პრინცის შესაბამისი.


ბუ ბაბუმ: რა  დროს ეგაა!
დაუქირავეთ ბუ ძიძა,
ისეთი ბურთი ვინმე ჩანს,
არ ამოგიხტეთ ბუდიდან.

ბუ ბებომ : ზედა ზღვარზე  მაქვს
სისხლის წნევა  და შაქარი
აწი მჭირდება ექიმი,
ჩემი ბუკნაჭოს სადარი.

თუ ყური ყველას დაუგდე,
დარჩები  ბოლოს  უყურო...
ბუღალტრობაც კი უსურვეს,
ფულებით სავსე ფუღურო!

ხანი გავიდა, არ ახდა
ამდენი მიეთ-მოეთი,
ნიჭი, ძამიკო, ნიჭია!
ბუკნაჭო გახდა პოეტი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები