ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2015


ჩემს კატას სხვანაირი თვალები აქვს

მე და ჩემი კატა,
გიჟები ვართ.
ორივენი საათობით ვუყურებთ მთვარეს
და ერთნაირად გვიყვარს
დეკემბრის სიცივე.
ჩვენ ვგრძნობთ,
რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ
და გულის სიღრმეში გვიხარია.
მე როცა თითებს შევაცურებ ჩემი კატის ბეწვში,
ვუყურებ მის ჭკვიან თვალებს
და ამ დროს ჩემი კატა იმდენად შეშლილია,
რომ ადამიანური გამომეტყველება აქვს.
მე ბევრი რამ მაკვირვებს:
ომები,
მშიერი ადამიანები,
მკვდარი ბავშვები...
ჩაის რომ ვსვამ,
მაშინაც კი შეიძლება რამით ვიყო გაკვირვებული.
მაგრამ ერთ დღესაც,
როცა სახლის კარს შევაღებ
და აღმოვაჩენ, რომ ჩემმა კატამ თავი მოიკლა
აღარ ვიქნები გაკვირვებული...
უბრალოდ ლარნაკიდან ამოვაწყობ დამჭკნარ ყვავილებს,
ან უბრალოდ სავარძელზე ჩამოვჯდები.
ჩემს კატას სხვანაირი თვალები აქვს
და იგი ხშირად ფიქრობს თვითმკვლელობაზე,
ამას ორივენი ვგრძნობთ.
ჩვენ ერთმანეთის გვერდი-გვერდ ვსხედვართ
და საათობით ვუყურებთ
გაყინულ მთვარეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები