ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2015


* * *

თვალები გრძნობენ, გაღიმება ძვირად რომ უღირს
ბაგეს გაცრეცილს.....შუაზამთრის, რჩენილს ზიარად,,,
გული მონიშნა ნაკრძალივით, როგორც ყორუღი
მიმკრთალმა მთვარემ და ფერდობზე გადაიარა..
მილასლასებენ გატეხილნი აწ უკვე წელში..
ნაშთი დღეები.. და ბოლომდე ასე ივლიან..
შენ კი უმიზნო არბალეტი გიჭირავს ხელში,
რადგან გულიდან შავარდნები აფრენილია..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები