ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2015


სახლში


ყველაზე მშვიდად მჟღერი სიმფონია -
სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო,
დამიკარით სიჩუმე!
სიჩუმე - ვალსი,
სიჩუმე - სონატინა,
როგორც პაწაწინა ბავშვი,
დაუწერელი ლექსივით მაჯებზე...
ვაი რომ - ჩემისთანა თოვლის დედოფლები
ქურასთან დადნებიან,
თუ კი გაექცევათ რძესავით - სტრიქონი.

სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო,
ხანდახან დამიკარით სიჩუმე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები