ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: იუმორისტული
16 იანვარი, 2016


ე რ თ ი ა მ ბ ა ვ ი გ უ რ ი ა შ ი

მაყვალამ  დილაადრიანად  გაიღვიძა.  ადგა  ისე  რომ, ქმრისთვის  არც  კი შეუხედავს, 
ხალვათად  გადაიცვა  ტანზე  და  სამზარეულოსაკენ  აიღო  მიმართულება,  ცოტა  თავის  ტკივილი  აწუხებდა.
გადასინჯა  ყველაფერი,  გაფაციცებით  რაღაცას  ეძებდა. ვერ  იპოვა,  გაბრაზდა და  მცირედ  შეფიქრიანებული  სარკმელს  მიეყუდა  ჯიბეში  ხელჩაწყობილი.
  უცებ  ინდაურების  კივ-კივი  შემოესმა.  დაიბნა,  ვერ  მიხვდა    ცხადი  იყო  თუ  ეჩვენებოდა.  ხმა  თანდათან  უახლოვდებოდა. დაძაბა  სმენა  და  ინტერესით  გაეშურა  იმ  ადგილისკენ,  სადაც  ხმა  უკვე  ერთადგილიდან  ისმოდა  მონოტონურად. 
გავიდა  ეზოში. 
  ხედავს  მის  წინ  ტიტველი  ინდაურები,  ბარეღამ  აქლემებივით  ძაბავენ  ყინწებს  და  იზიდებიან  მოშიებულები  მისკენ.  ასეთი რამ არასოდეს  ენახა  მაყვალას.  მოჩვენება  ეგონა.
  მაყვალა  გულშეწუხებული  უგონოდ  დაეცა  მათ  წინ.
ცოტა  ხანში  მოვიდა  გონს  და  დაიწყო  წინა  დღის მოვლენების  გახსენება.
წინა  დღეს  მისმა  დედამთილმა  ჭაჭის  არაყი  გამოხადა  და  ბუზალუყიც  იქვე  არყის სახადთან  გადააქცია, მერე  შებუჟბუჟებული  წავიდა  და  დაწვა და  გემრიელი  ხვრინვითაც  ააყრუა  სახლი.
  მაყვალა  მეზობლისას  გადავიდა  ამ  სურათით  გაბეზრებული, 
  ისე    დედამთილისაგან  ჩუმად,  თავადაც  გაუსინჯა  ახალ  გამოხდილ  ჭაჭის არაყს  ჭაშნიკი, და  მშვენიერ  ხასიათზედაც  იყო  ამიტომ,  მხვრინავ  დედამთილს  ყურადღება  აღარ  მიაქცი.  თორემ იქ  ამბავი  ატყდებოდა!  დედა  შვილს  არ  აიყვანდა  ხელში..
  შებინდების  ხანს  მაყვალა  მეზობლიდან  გამოვიდა  სახლში  და  რას  ხედავს,  მათი  ინდაურები  ყრია  უკლებლივ  დახოცილები  მიწაზე.
მაყვალა  შეცბა,  შეეშინდა  შარიანი  დედამთილისა  გაღვიძების  შემდეგ,  იფიქრა  ბუმბულით  მაინც  ვისარგებლებ  ისედაც  დავზარალდიო ,  ადგა  და თავისგადასარჩენად  სასწრაფოდ  დაპუტა  ინდაურები  და  ხევში  გადაყარა  მოშორებით.
    ახლა  კი  მიხვდა,  რომ  ეს  მათი  ინდაურები  იყვნენ,  გაიქცა  მეზობლისკენ  იმის  საკითხავად,  თუ  როგორ  მოქცეულიყო  დედამთილის  რისხვის  თავიდან  ასაცილებლად.. 
მირბის  მაყვალა  და  მისდევენ  ტიტველი  ინდაურები  კივ-კივით.
  შეიყარა  სოფელი,
როგორც  სსსსსსსსსსოფლის  ყრილობამ  დაააააადგინა,  ცხელი ჭაჭა  ინდაურებს  მიურთმევია  არყის  სახადთან,  წინა  დღეს  უპატრონოდ  მიტოვებულებს,  დამთვრალან  და  დაუძინიათ. 
შეზარხოშებულ,  შეშინებულ  მაყვალას  კი  ვეღარ  გაუგია  მძინარე  ინდაურები  მკვდარი  ჰგონებია  და  ცოცხლად  დაუპუტია.
მანამ  ეს  საკითხი  იხილებოდა  მეზობლების  მიერ,  გაიღვიძა  დედამთილმაც.   
გაიზმორა  გემრიელად  და  საპახმელიოს  საძებნელად  კრიმანჭულის  წაღიღინებით  გავიდა  გარეთ.
უცებ  ყაყანის  ხმა  შემოესმა.  ხედავს  მთელი  სოფელი  მისკენ  მოემართება.
  წინ  მაყვაა  ხელჩაკიდებული    ძალით  მოყავს  მეზობლის  ქალს.
    დედამთილმა ერთი  ძლიერად  ამოისუნთქა  და  შეკივლებაც  ვერ  მოასწრო და  წაიქცა.
    მისცვივდა  ხალხი  ახლა  მას,  მაგრამ  წაიღო  თქვენი  ჭირი  დედამთილმა,  გევიდა  გაღმა  მარილზე.
  მალე  ჩაწყნარდა  სოფელი.
  დაივიწყეს  მაყვალას  დედამთილიც,  მაგრამ  იმ  დღის  შემდეგ, მაყვალას  გამოჩენისას  ხალხი  ხით-ხითს  ვეღარ  იკავებდა. 
  აი,  ასე  მოაშორეს  მზრუნველ  გურულ  ქალს,  დედამთილის  გაზრდილმა  ინდაურებმა,  მხვრინავი  დედამთილი  თავიდან.
   
         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები