ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2015


თოლია


ლერწმის ბარდებში მქონდა ბუდე, ვეფერე ზეცას,
ვეფერე მზეს და მოლივლივე სივრცეს მივენდე..
ჩემივე ფრთებით დაკემსილი ბუმბული მეცვა,
ფიქრებით ვკემსე და ქარისთვის ვერ გავიმეტე..
შენ ამედევნე..ვერ მომწვდი და ვერც მე დავეშვი
მიწაზე, ალბათ ამნაირად ენება იღბალს..
და ჩამოპენტილ ჰორიზონტზე, სინარნარეში
გადაგეკარგე.. თვალუწიერ სივრცეებს მიღმა..
ერთ დღეს კი, როცა დილას ვუხმე, სახებროლიანს,
მიწის სურნელი მომენატრა, ისე, ვით ოდეს..
გამოგედევნე, ზღვით დაღლილი თეთრი თოლია,
გემს, მიცურებულს... უკვე სულ სხვა სანაპირომდე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები