ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2015


* * *

თოვს,ფიქრებივით ემატება ფიფქები-ფიფქებს,
თოვს,თბილ ოთახში დილას ახრჩობს თამბაქოს ბოლი,
მარტოობისას-თავს დავცინი და ნიღბებს ვირგებ,
ახლა,ამ თოვლმა დარაბებიც  ამომიქოლა
თოვს,მარტოობით და დუმილით გარემოცული,
დაობებული წიგნებით და ფინჯანი ყავით
ვებრძვი ამ ზამთარს.და მერცხლები სანამ მოსულან
უნდა გავიდე ქუჩაში და მოვიკლა თავი.
თოვს,ამ თოვაში სუიციდიც მეპატიება,
მე თოვლს მოვყევი-თოვლთან ერთად უნდა წავიდე,
სისულელეა წასასვლელად გზების ძიება,
მე თავსმოვიკლავ,მე სიცოცხლეს ვიწყებ თავიდან...
პოეზიაშო!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები