ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2015


თოვლის ჩივილი

თქვენ მანდ  მელოდეთ,
თბილისში
-დიღომთან,
ვერაზე,
მრგვალ  ბაღთან,
კონკასთან,
ხარფუხში.
წუხელის წვიმასთან  მთას ქარიც  იყოფდა,
ვერავინ მარჩევდა დეკემბრის  ქარბუქში.

მოვედი დილიდან  მე -თოვლი  სახელად,
ვიწყები მთებში და ვმთავრდები მთებშივე.
მოხუცის წვერივით ქათქათა სახე  მაქვს,
მზეც  მალე  გამტეხავს ქორწილის  თეფშივით.

მოვედი,ეს  მოსვლაც არ  იყო  ურიგო,
უბრალოდ, მარტო  ვარ ,უბრალოდ-  თქვენ არ ხართ.
თეთრ გუნდებს საჩუქრად  ვერავის  ვურიგებ,
ეჰ, მოსვლა...ბავშვებო...ეს მოსვლა  გენახათ.

მოვედი მარტო და მოვედი  დროებით,
გავყინე ბზები და გავყინე იელიც,
დავქანცე სიმძიმით კოპიტის  რტოები,
და კაცი არ არის,არ  არის  მთიელი

იაროს,
მიმღეროს,
მიკითხოს ურითმო,
ლექსები,ჯანდაბას,მაგასაც ავიტან.
თქვენს ბაღ-ბოსტნებში ღამიდან გულით ვთოვ,
მაგრამ  სულ მარტო და ...
მარტო აქ  რა მინდა?








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები