ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 დეკემბერი, 2015


ძველიც ეყოფა

რაც კაცი გაიცნო, მის მერე სულ მასზე ფიქრობს
გულიო
სამი სტენტი მიდგასო  თუ რაღაც ...

დახეული ფეხსაცმელი რომ დაანახა სკაიპში, ამით დავდივარო,  გაუთეთრდა სახე.
თავისას ხომ არ დაანახებდა, უფრო მეტად რომ შეუდის წყალი, ჯობია, ეგონოს რომ ქალს უკეთესი აქვს.
მისი გაგზავნილი ფულით ბათინკები უყიდია, თან ცოტა გადამრჩა და დენის ფულიც გადავიხადეო.
გადაიხადოს,  თბილად  იყოს...ქალი ამითაც კმაყოფილია...
თვითონ  შეშის ღუმელიც ხომ აქვს.
გუშინ უთხრა, აცივდა და უკვე ჩავიცვი, ისეთი თბილი არაა, როგორიც მეგონა, მაგრამ შენი სითბო მოაქვს ამ
ფეხსაცმელებს და საოცრად მათბობსო...
ცრემლმა აუწვა სახე...
მისი ხელჩანთა რომ ნახოს, როგორი  გაცვეთილია, იტირებს. კაცი  ქალზე მეტი გულჩვილია, ჯობია, არ ნახოს...
ბოლო ხუთლარიანი გულის ჯიბეში მიდევს, აქედან ვგრძნობ შენს სიყვარულსო.

ქალს მესამე წელია, ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვა უნდა.
წელსაც არ იყიდის
ფულს დაზოგავს და იმას გაუგზავნის
მას ძველიც კი ეყოფა
ახალი ნაძვი  თუ არ იყიდა, რა მერე?
....დრო სულ ცოტა  დარჩა და როგორმე ძველსაც იმყოფინებს, ანდა საახალწლოდ სულაც არ მორთავს.
მერე...დარჩენილ დღეებსაც მასზე ფიქრით გაატარებს






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები