სკივრში ჩატეული სურვილების მიღმა, ურჩი ქარიშხლების მელოდია მესმის, გაუსაძლისია ტკივილების სიღრმე, როგორც პოეტური ფეერიის მსგეფსი.
სულის ფარღალალებს სტრიქონებით ვკემსავ, შუბლზე შემოგაწნავ ზეთისხილის რტოებს, ხიბლი სხვაგვარი აქვს უკვდავებას შენთან და შენს სიახლოვეს მე სიკვდილიც მტოვებს.
ზეცა მოღრუბლისფრო ნარჩენია თითბრის, თოვლის ბაბუების სეზონია ახლა, ზოგჯერ, ჩვეულებაც უჩვეულოდ ითქმის, ადამიანობას მარტოობა ახლავს.
ვიცი, უშენობა ამ სტროფებსაც შეშლის, დღეს ხომ, მარტივია გაგიჟება სიტყვით, ჩემში მონატრებას რომ გაუდგამს ფესვი, ალბათ, საბაბია უთავბოლო სივრცის.
ნისლავს შემოდგომას ზამთრისფერი გემი, ფიფქებს თეთრი ღვინის არომატი ერთვის, დააჭაშნიკე და შეიგრძენი გემო ამ სულ ხუთიოდე სტროფიანი ლექსის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ყველას დიდი მადლობა :) მეც გილოცავთ დამდეგს, მშვიდობიანი და ბედნიერი ყოფილიყოს 2016!
ყველას დიდი მადლობა :) მეც გილოცავთ დამდეგს, მშვიდობიანი და ბედნიერი ყოფილიყოს 2016!
5. შობა ახალ წელს გილოცავთ, საუკეთესო სურვილებით. შობა ახალ წელს გილოცავთ, საუკეთესო სურვილებით.
4. სკივრში ჩატეული სურვილების მიღმა, ურჩი ქარიშხლების მელოდია მესმის,...
მშვენიერია. 5.
სკივრში ჩატეული სურვილების მიღმა, ურჩი ქარიშხლების მელოდია მესმის,...
მშვენიერია. 5.
3. დავაჭაშნიკეთ, კარგია! დავაჭაშნიკეთ, კარგია!
2. ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
დავაჭაშნიკე და აჰა! :) გილოცავ დამდეგს,მრავალს დაესწარით! ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
დავაჭაშნიკე და აჰა! :) გილოცავ დამდეგს,მრავალს დაესწარით!
1. არ ვიცი, რამდენად საახალწლო განწყობის ლექსია, მაგრამ ამ სეზონზე დაიწერა 7 წლის წინ და მახსენდება-ხოლმე ამ პერიოდში. ჰოდა, იყოს ახლაც აქ :)
არ ვიცი, რამდენად საახალწლო განწყობის ლექსია, მაგრამ ამ სეზონზე დაიწერა 7 წლის წინ და მახსენდება-ხოლმე ამ პერიოდში. ჰოდა, იყოს ახლაც აქ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|