ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2016


ახლა თოვს.

ახლა თოვს.. ზამთრის  ქათქათა ზეწარს
  იფარებს სივრცე და ვერ  ღამდება..
  თითქოს  ,,მიწიდან იწყება ზეცა“
  და იქვე სადღაც მიწა მთავრდება..

ახლა თოვს..  და  გზას ბოლო არ უჩანს,
ვეძებ ფიფქებში ჩამდნარ საფირონს,
  ჩუმია  ეზო,  ჩუმია ქუჩა
ზღვაც კი ჩუმია  და  უნაპირო..

ვჩუმდები...სუნთქვა  მიჭირს მეც ასე..
ცხადი  სიზმართან არც  იმიჯნება..
და ამ ქათქათა თოვლის ზეწარზე
როგორ    არ  მინდა  გადაბიჯება.. 

ახლა თოვს..ფიქრთა კორიანტელი..
ფიფქად ადნება სულის ნაიარს..
ნურაფერს იტყვი..რადგან  სათქმელი
ნატერფალივით თოვლზე გაიარს..


  ახლა თოვს.. ზამთრის  ქათქათა ზეწარს
  იფარებს სივრცე და ვერ  ღამდება..
  თითქოს  ,,მიწიდან იწყება ზეცა“
  და იქვე სადღაც მიწა მთავრდება..

ახლა თოვს..  და  გზას ბოლო არ უჩანს,
ვეძებ ფიფქებში ჩამდნარ საფირონს,
  ჩუმია  ეზო,  ჩუმია ქუჩა
ზღვაც კი ჩუმია  და  უნაპირო..

ვჩუმდები...სუნთქვა  მიჭირს მეც ასე..
ცხადი  სიზმართან არც  იმიჯნება..
და ამ ქათქათა თოვლის ზეწარზე
როგორ    არ  მინდა  გადაბიჯება.. 

ახლა თოვს..ფიქრთა კორიანტელი..
ფიფქად ადნება სულის ნაიარს..
ნურაფერს იტყვი..რადგან  სათქმელი
ნატერფალივით თოვლზე გაიარს..


 
ახლა თოვს.. ზამთრის ქათქათა ზეწარს
იფარებს სივრცე და ვერ ღამდება..
თითქოს ,,მიწიდან იწყება ზეცა“
და იქვე სადღაც მიწა მთავრდება..
ახლა თოვს.. და გზას ბოლო არ უჩანს,
ვეძებ ფიფქებში ჩამდნარ საფირონს,
ჩუმია ეზო, ჩუმია ქუჩა
ზღვაც კი ჩუმია და უნაპირო..
ვჩუმდები...სუნთქვა მიჭირს მეც ასე..
ცხადი სიზმართან არც იმიჯნება..
და ამ ქათქათა თოვლის ზეწარზე
როგორ არ მინდა გადაბიჯება..
ახლა თოვს..ფიქრთა კორიანტელი..
ფიფქად ადნება სულის ნაიარს..
ნურაფერს მეტყვი..რადგან სათქმელი
ნატერფალივით თოვლზე გაიარს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს