ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2016


* * *

როგორ მენატრები, იცი?!
(ეს ხომ ღმერთმა უწყის მხოლოდ)
თითქოს, ფერი გავხდი სივრცის,
ისე უმნიშვნელოდ ვცხოვრობ.

ფოთლებს გაუმძაფრდათ შიში,
ქარის გახშირების გამო,
მე კი, არ მშორდება ძილშიც
შენთან განშორების გემო.

დღეებს გაუვიდათ ყავლი,
(დგანან, არც იძვრიან, მგონი)
ვგავარ შემოდგომას, ჩავლილს,
და მაქვს გაძარცვული ფონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები