ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2016


ცაში გაფრენა

ახლა შენსავით ცაში გაფრენა,
მინდა მის კიდეს სულით შესკდომა.
შენ სამარეზე სევდად გაფენა
და რომ შემინდო ერთი შეცდომა.

ახლა შენსავით ვწევარ ოთახში
და აქ კედლების ცივი ქარია.
მისი გოდება ამყვა ოხვრაში,
აქ ყოფნა მეტად არც მინატრია.

ახლა შენსავით მაცვია თალხი
და სარკმლის მიღმა შავი ღამეა.
აღარ გაჰკივის ქუჩაში ხალხი,
ეს გარინდება ბედზე მწარეა.

ახლა შენსავით ლურჯი თვალები,
ბნელში გეძებენ... აღარც მთვარეა...
ალბათ დათვლილი მორჩა წამები...
შენთან მოვდივარ და მიხარია!...

თ. ქიზიყელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები