ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2016


* * *

დღეს მხოლოდ წერა შემიძლია, მაგრამ აღარ ვწერ
და მარტო ლოცვა მიშველიდა, თუმც ვერ ვლოცულობ,
ოღონდ, ამას გთხოვ, ღმერთო, მეტი რწმენით აღავსე
ჩემი თვალები, კოსმიური სევდით მოცული.

მართლა იმდენჯერ დავეკარგე ადამიანებს,
ახლა ჩემგანვე მიტოვებულ თავს ვეღარ ვაგნებ,
ყველგან, სადაც კი მეგონა, რომ დავაგვიანე,
მერე აღმოჩნდა, რომ მივსულვარ ზედმეტად ადრე.

დრომაც, ალბათ, ეს უდროობა არ მაპატია
და უთავბოლო ლაბირინთად ჩახლართა გზები...
შენ სასოება დამიმკვიდრე, ღმერთო, მადლია,
და მე ყოველგვარ სისუსტეზე მაღლა დავდგები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები