ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2016


8

იცი
ახლა
ამ საღამოს ,
ამ ოთახში
ამ წუთას
მაღლაცაში
თაღში
უნდა
ჩემს
ფიქრს
მხრების
აწურვა
შენი
ერთი
გაღიმება
ჩემი
გულის
კიდეა,
შენთვის
თქმა,
რომ
შემიყვარდი:
საუკუნის
იდეა:)

...
ლოდინში
ლუდი-
ლუდით
ლოდინი,
განურჩეველად
ორივე
მიყვარს
ცხოვრება
ჩემი
როგორც
ოდინი,
გულმკერდში
მისვამს
ლაჩრობის
ჭილყვავს)

....
რამდენ
რამეზე
შეიძლება
დაფიქრდეს
კაცი
თანაც
ისე
რომ
მიხვდეს
და თქვას:
ღირდა
სიცოცხლე!
როგორც
ოქროს
თევზს
მებადური-
ჩემს
ნატვრას
ვვარცხნი)
ვით
მებადური
ოქროს
თევზმა-
ნატვრა
მივცოცხე:)

...
ეს
ცხოვრება
ღამეა
ღამე
კიდევ
ცხოვრება.
ღამურების
მეჯლისი
სხვა
რა
მემახსოვრება)
ამ
ღამეზე
მოთეთრო
მოდის
ფიქრი-
ღამურა
მეუბნება
ყვავები
რამაც
გააამურა:)


...
ხეკორძულას
წყალს
გასმევ
და მოგჭრი
მაგ
ხელს
თუ
ეგ
ხელი
ვინმეს
მხარზე
კიდევ
ვნახე)


...
როგორ
გამაკვირვებს
მომავლის
წადილი:
დაქცეულ
კედელზე
ქონგურზე
ეხებზე
მე
ვიცი:
სინდისის
მითრა
და
მანდილი
რატომ
ჩამოვიდა
თავიდან
ფეხებზე)

....
ალბათ
შენი
ბაზმა
ისე
ვერ
მიხატა
ისე
ვერ
მიჰხადა
ისე ვერ
ადიდა:
მზე
ვერ
დაგაბერტყა
ჩემი
ლოცვის
ცხადმა:
ჩემი
კაკლებიდან,
ჩემი
ვენახიდან)
რომ
არ
ვყოფილიყავ
გულის
მეინახე
და
შენი
გულის
წინ
ისევ
მენახირა
ჩემო
აიაზმა,
სიტყვა
შემინახე
სულის
ტაძარითაც:
სხვისი
გელათი
ხარ)


.....
ღამე.
დეკემბრის
წვიმების
ღამეს
მოგონებათა
ღამის
რონოდა:
დაიკივლებდა
გაიელვებდა
და
სიმარტოვეც
ღამის
ბოლოდან
ელმავალივით
ჩამოდგებოდა)


მრავალ ახალ წელს!
მოგიკითხეთ






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს