ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2016


გ უ რ ა მ ს ა ღ ა რ ა ძ ი ს ხსოვნას


გურამ  საღარაძის  ხსოვნას

ნეტავ  ვიცოდე  როგორ ,
როგორ  დავწერო  თქვენზე
როგორ  გამოვთქვა  აზრი
კითხვის  ოსტატზე  ქველზე.

რადგან  მხატვრულად  კითხვას 
იწყებდით  ხიბლით  თქვენით
მსმენელს  იპყრობდით  წამში
ხმის  საოცარი  ლხენით.

სულში  აღწევდით  ყველას
გულის  კუნჭულშიც  ლამის
სულის  სიამედ  ღირდა
ხიბლი  საოცარ  ჩქამის.

დრო  გარდასულა როგორ
დღეებიც  წყებად  გადის
პეტეფის  ლექსი  თქვენგან 
ჩვეთან  აჩრდილად  დადის.

ეს  ხმა  მამშვიდებს  ძლიერ
მსგავსია  თითქოს  ბადის
ვერ  დაგივიწყებთ  ვერა
უბრალოდ  ხანი  გადის.

გემშვიდობებით  მხოლოდ
გემშვიდობებით  წამით 
თქვენ  ისტორიას  შვენით
ჩვენი  ჯიშის  და  გენის.

ეს  ხმა  საოცრად  მხიბლავს
ეს  ხმა  საოცრად  მშველის
სამოთხის  დარბაზს  ვსტუმროვ
იქ  როლს  ვითავსებ  მცველის.
                                                     
თვალებს  ვხუჭავ და  ვიცი
ახდენა  ნატვრის  მელის
ეს  მოვლენაა  თითქმის                                                           
სცენა მსგავსს  არვინ  ელის.

სულ  ძვირფასია  ყველა
რაც  ისტორიას  შვენის
მადლის  მოკმევა  უფლით
გვაქვს  ჩვენ  ჯიშის  და  გენის.

//  //  //  //  //  //  //  //

დაიბინდა  თითქოს  სმენა
აღარ  ისმის  თქვენი  ლხენა
ეს  შეუძლო  არის  მაგრამ
ძლიერ  გელით თქვენი  სცენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები