ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2016


*მე ვამბობ

მე,ვამბობ,რომ ცა სულ არ არის ცასავით შორი,
რომ თქვენ, უბრალოდ გეზარებათ ხელების გაშლა,
ფიქრი ლანდივით აედევნა ოცნების მორევს,
ახლა ისე ვარ,ციდან ღრუბლებს მზერითაც წავშლი.
დედამიწაზე,დავიღალე- მოსაწყენია,
თავისუფალი,ვერ ვიქნები თუ არ გავფრინდი.
ფრთებშეკორტნილნი ამ პლანეტას ისევ წყევლიან,
და სუიციდიც ამ ბოლო დროს ისე გახშირდა
რომ თვითმკვლელობა სასაცილოდ უხერხულია,
ხო და ამიტომ მეწერება,ლექსებით ვირჩენ,
უიმედობით გამოწვეულ ურწმუნოებას,
მივცურავ სადღაც,ხელებს ვიქნევ -ვით დამპალ ნიჩბებს,
და არ მაღელვებს ადგილი და გარემოება,
მე უნდა ვწერო,ეს პლანეტა რომ დავივიწყო,
მე უნდა ვწერო,რომ ტკივილი გავითავისო,
ხელს ნუ შემიშლით,ნუ შემიმჩნევთ მე ამას ვითხოვ,
და ყველაფერი მოგვარდება მერე თავისით...
მე ვამბობ,რომ ცა სულ არ არის ჩასავით შორი!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები