ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2016


ჩემს ქ ვ ე ყ ა ნ ა ში იანვარია

იანვარია,
შიშველ  ხეებს  შესციებიათ,
ფერმიხდილ  ცაზე  გონმიხდილი  ლანდები  მოსჩანს.
შეწუხებული
ცრემლმდინარი  მოჩანს  ქვეყანა,
ვგრძნობ  აპრილს  მაინც,  იანვარი  კვირტებს  უმორჩავს.
მუხა  ნაძარცვი
გულნატკენად  მზირალი  დამხვდა,
უფალს შევთხოვე,  ცას  ცრემლები  ყინვისფრად  წასცდა.
ატირებულა
ტოტზე  მჯდარი  ბეღურაც  მორცხვად,
კმარათ,  იმედით  ხვალინდელ  დღეს  ვაგრძელებთ,  მორჩა.
თუმცა  ხელები.
კანკალებენ    ტკივილით  ყინვის,
გოლგოთას  ჯვარი  ატანილა,  ფარულად  მოგვთა.
იანვარია
და  ხეებსაც  უდავოდ  სცივათ,
ამ მიწის  ბედი,  დამერწმუნეთ,  იმათაც  სტკივათ.
გოდებ-გოდებით  ამიტომაც,  ფოთლები  სცვივათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს