ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2016


ღამე სოფელში ( ციკლიდან

ღამე სოფელში

მე ისევ აქ ვარ!...
გავყურებ ფერდობს
და მახსენდება საუბრები უკანასკნელი,
რაც ბედით გვერგო.
ბილიკი ხევის საიდუმლო
ჩრდილებში შედის,
მომუქო ცას კი, ნარინჯისფერი
საოცრად შვენის.
შორს ეკლესია...-
მე მაინც ვამჩნევ
საგულდაგულოდ ჩაკეტილ კარებს-
და მტკივა ძლიერ,
მარცხნივ და  შიგნით,
რადგანაც ვიცი:
ვინც  უნდა იყოს,
ვით ღვთის სამყოფელს,
ჩემს გულსაც ალბათ
ძნელად  შეაღებს.
მკლავზე სიგრილე...
თვალს ახელს მთვარე,
ვერც კი შევნიშნე,
ფეხაკრეფით მოსულა ღამე.
რა ლამაზიაა?!...
გახსოვს?...-გვიკვირდა-...ეს შავი  მაცნე,
როგორ ჩუმად,  მოხერხებულად
შემოჯდა მაშინ ჩვენს აივანზე...
და ახლაც ისე, თავდაჯერებით,
-იცის რომ ვაქებ...
ჯერ ჭალის მხარეს ჩამუქდება,
მერე წამოვა აქეთ და აქეთ
და გამჭვირვალე სიგრილეში
გულდაგულ გამხვევს
და როგორც მაშინ,
დამიგებს მსუბუქ სივრცეს თითებით,
ზეცისკენ  ამწევს...
თან მომიყვება სიყვარულზე
საოცარ ამბებს.
ეჰ, რა იქნება,სიყვარულიც ამ  ყველაფერს
მართლა რომ ჰგავდეს?...
დღეს შენს მაგივრად ვეჩურჩულები
სოფლის ამ ღამეს-
ჩემ შავ კავალერს.
დაიმახსოვრე!
ვერანაირი სხვა გზა, სხვა ხსნა,
ვერ მოერევა იმ ლურჯ სავანეს.
მიყვარხარ ისე,
როგორც არასდროს!
მიყვარხარ ისევ,
როგორც ყოველთვის!...
და ახლა, როცა ასე ბევრი წელი გავიდა,
და ახლა, როცა აღარაფერს აღარ მოველი
ცხოვრებისგან.
მე უფრო მეტად მეძვირფასება,
ის სევდიანი საუბრები,
ის ლამაზი ღამე სოფელში...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები