ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
22 იანვარი, 2016


მ ა ხ ე

მახეში  ჩიტი
გააბა  დიტომ
თავს  იწონებს  და
ამაყობს  მიტომ.

ეს  დაუნახავს
პატარა  მათეს
და  დარდისაგან
მთელ  ღამეს ათევს.

ადგა  მივიდა
დიტოსთან  დილით
მიართვა  სავსე
კალათი  ხილით.

უთხრა  ბარტყები
დარდობენ  ხედავ
დედის  წართმევას
როგორა  ბედავ.

გაწითლდა  დიტო
სირცხვილით  იწვის
რომ  დააშავა
კარგადაც  იცის.

გაუღო  კარი 
მახეს  კანკალით
გაფრინდა  ჩიტიც
გულის  ფანცქალით.

ფრთებქვეშ  შეისხა
შვილები  დედამ
უთხრა  მადლობას
მათესთან  ვბედავ.

გაკიცხა  დიტო,
ზნე  დაუწუნა
და  მე  სიცოცხლეც
კვლავ  დამიბრუნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები