ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2016


თოვლის

რა ცუდად გადამიმტერე,
და უიმედო ბრძოლა გამართე,
არამგონია, ეს ყველაფერი, კარგად დამთავრდეს.

ჩემი სხეული ეგვტერია,
დასანგრევად რომ იმეტებ,
საუკუნეა რაც ვაშენებ,

ჟამო,
სუსხიანო,
ზამთარო,

არც შენი დასასრული სჩანს,
არც შენგან ხსნის რამე საშველი.

ამ დრომდე მხოლოდ მთებზე თოვდა,
დაბლა მოლიპა,
ქალაქი იყო შევარდნილი მეწაღის მკერდი,
და ხმელი ბუდე მკვდარი ჩიტების,
გაუქმებული ფრენით, ანგარით.

შიგნიდან  ვიღაც ყვიროდა - ''მოდი'',
და გაყინული ძახილის ექოს,
იჭერდა ხორხის გამოქვაბულში,
სიტყვაშიშველი
და სიტყვამკვდარი.

ღამე საკუთარ თავის მორიგე,
ღია კარიდან თვალს აპარებდა.

ქალაქი ჰგავდა ნაცნობ სხეულის კონტურს,
თეთრ კედელზე რომ შავი მწერი მიაკლა ხელით,
ხალი დათვალო,
სხვა სახე ჰქონდა მიჩქმალული,
მოპარულივით.

ქალაქში უცებ იფეთქა თოვლმა,
როგორც ჭორებმა დიდ კაცებზე,
ანდა ატომმა,

სისხლდენასავით წასკდათ თოვლჭყაპი,
მაღალი შენობების სადინრებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები