ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
28 იანვარი, 2016


თ ი თ ი


თითებს  გვიჭირავს 
კალამი  ხელში
ეს  განურჩევლად
ბერში  და  ერში,

ვწერეთ  და  ვწერეთ
ეჰ  დაუღლელად
ნაბიჯის  შორად 
გადაუდგმელად.

ზიარებას  ჰგავს
ჩვენთან  განდობა
არც  ჩვენ  გვაკლია
ამ  მხრივ  დანდობა.

გვიპყრობს,  გვიტაცებს
ქვეყნისთვის  ძგერა
გვახარებს  ყველა
ძვირფასი  ბგერა.

ბედნიერად  ვართ
ბერა  და  ცერა.
სამშობლოსათვის  ჩვენც
გვიყვარს  ცქერა.

ია  და  თითი
მახე  და  სახე
საზღვრებიც  მთელი
მიზნამდე  ვსახეთ.

თითის  დაქნევაც
მშვენივრად  ვიცით
დედის  წინ  დარბის
როდესაც  კვიცი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები