ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2016


* * * ბ ე დ ა დ

გახსოვს?
რაც  მკითხე,  იმ  დღეს
ღამე  სამოსს,  რომ  ხდიდა.

მოთოვს?
რას  მეტყვი  წელსაც
იქავ  იმ  ადგილს  მშვიდად.

მივალთ?
რომ  ვიგრძნოთ  თავი
კიდევ  ერთი  წლით  დიდად.

მოთოვს..
ვიძახით  ერთხმად
და  ჩვენი გული  გონებას  სცდიდა.

დგახარ 
სულ  ახლოს  ჩემთან
მზერას  მიწაზე  ვამხობ.

ამბობ
შენს  გარდა  გულში
დღემდე  არავინ  სახლობს.

მოგვჩერებიან  რიდით
ირგვლივ  შიშველი  ხენი
ამოსდგომიან  ერთურთს  ჩაუკიდიათ  ხელი.

ხედავ?
აგვიხდა  უკვე,
მიაქვს  ცა  ფიფქთა  ცვენას,
რა შეედრება  მითხარ  ამ  საოცრების  ცქერას.

საქართველოა  აქო
ვთქვით  და შევფიცეთ  უფალს
ჩვენი  შემწე  ხარ  შეგთხოვთ
ამ  სიყვარულით  მუდამ  ერთი  სამოსი  გვეცვას.

ამინ!
მოგვესმა  ციდან
და  საქართველო  ციდა
ძველი  საზღვრებით  შედგა.

შედგა!
დიახაც  შედგა
ირგვლივ  შეგვძახის  ექო
და  ამის  მოწმე  ჩვენაც
ვხდებით    მომავლის  ბედად,





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები