ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
28 თებერვალი, 2016


ალპინიადა

მაიმუნმა განცხადება,
გამოაკრა ხეზე,
ალპინიადას ატარებს,
იქვე ახლოს კლდეზე.
მსურველები უკვე გაჩნდნენ,
ვირი, თხა და ცხვარი,
მზის ამოსვლას დაელოდნენ,
კლდეს შეაშრეს ცვარი.
მოიმარჯვეს წერაქვები.
წრიაპი და კარავი,
ვირის უკან თოკზე ჩაბმა
არ ისურვა არავინ.
ზოგსა წიხლის შეეშინდა,
ზოგსაც კიდევ სხვა რამის,
ბოლოს ვირი ჩააბეს და
აკიდეს კარავიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები