ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2009


ოცნება

ისევ აცივდა.
თბილისის ქუჩებს
აკრავს ყინულის
სრიალა ფენა...
ფრთხილად ვაბიჯებ
დათოვლილ ყინულს,
შევყურებ ფიფქთა
ზეციდან ფრენას, -

პაწაწა ფიფქი
პაწაწა ფიქრებს
გულში იხუტებს და...
ჩუმად ყინავს!
ცივა თბილისში...
ჩემი ოცნებაც
დათოვლილ ნაძვქვეშ
დაიდებს ბინას.

იქვე დავტოვებ...
ფიქრებდაცლილი
ჩუმად შევაღებ
ოთახის კარებს....
დამთავრდა! მორჩა!
არცერთ ოცნებას
არ გავაკარებ
დანისლულ თვალებს!...

თბილა ოთახში.
სუნთქვაშეკრულმა
ძველ მოგონებებს
ავხადე რიდე...

რატომ ჩამიდგა
თვალებში ცრემლი?!
ოცნებავ, კვლავაც
მე ამეკიდე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები